x
image
t.x.
დემი მურს ახალი საყვარელი ჰყავს

imageდემი მური მსოფლიოში ცნობილი, ულამაზესი და მრავალი ადამიანის საყვარლი მსახიობია. მას წარდგენა არც სჭირდება. დემი 13 წელი კანონიერ ქორწინებაში იყო ბრუს უილსთან, რომელთანაც სამი შვილი გააჩინა. ბრუსის შემდეგ დემი მურს დიდხანს არ დაუხანებია და შვიდწლიანი ქორწინებით ეშტონ კატჩერთან იყო დაკავშირებული. imageშეგახსენებთ, რომ ეშტონი მეუღლეზე 16 წლით უმცროსი იყო. 2011 წელს მათ შორის შავმა კატამ გადაირბინა. განქორწინებაზე სასამართლოს განცხადებით ეშტონმა მიმართა. როგორც ჩანს, დემი არც ამაზე დამწუხრებულა დიდხანს და სულ მალე ახალი საყვარელი იშოვა. მას არც თუ ისე ხანგძლივი, წარუმატებელი რომანი ჰქონდა ვიტო შნაბელთან. ვიტო პროფესიით არტ-დილერი იყო. დემი მურმა მას მალევე უპოვა შემცვლელი.image როგორც დასავლურ პრესაში წერენ, 50 წლის მსახიობი ახლა 31 წლის ჰარი მორტონს ხვდება. ჰარი რესტორნის მფლობელია. წყვილი უკვე შენიშნეს ერთად რამდენიმე რომანტიკულ ვახშამზე.image

დემი და ჰარი თავს ერთად მშვენივრად გრძნობენ და კარგად ერთობიან. წყვილი ერთად უკვე ხშირად ჩნდება. როგორც ჩანს, დემის ჰარის ასაკთან სხვაობა, მთელი 19 წელი, სულაც არ ადარდებს. ამით ალბათ იმასაც ამტკიცებს, რომ კვლავ მშვენიერ ფორმაშია და ისევ შეუძლია ახალგაზრდა მამაკაცების მოხიბვლა. imageრაც შეეხება ჰარი მორტონს, როგორც ჩანს, მას ვარსკვლავებთან რომანის გაბმა ჰობად აქვს ქცეული. 2006 წელს ის ლინდსი ლოჰანს, ხოლო 2010 წელს ჯენიფერ ენისტონს ხვდებოდა.

საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს რომანი?!

0
170
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0