x
image
აბრაგი
ბრძნული გამონათქვამები ნაწ. 1
image1. მეგობარი თუ მაღალ თანამდებობას დაიკავებს, დაგეკარგება, თუ დაბალს _ თვითონ დაკარგავ



2. გააჩერე დრო და იარსებე იმ ადამიანებთან ერთად ვინც მართლა გიყვარს ... ვისთან ყოფნაც გიხარია და თავისუფლად გრძნობ მათ გვერდით თავს...ხოლო დანარჩენი ადამიანები უბრალოდ მოძრავ დროში დატოვე....



3. როცა გვაქვს ფიზიკური შესაძლებლობები, გვაკლია გონებრივი, როცა გვემატება გონებრივი, გვაკლდება ფიზიკური.



4. "კაცი - როგორც ყავა, უნდა იყოს მაგარი და დაძინების საშუალებას არ უნდა გაძლევდეს!"




5. მიცვალებული უნდა იკრძალებოდეს იქ, სადაც მის საფლავს მიმხედავი ეყოლება



6. როცა ტაშს გიკრავენ, იფიქრე, დაიმსახურე თუ არა ის



7. როცა ვინმეს რაიმეს ავალებ, მისი შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინო და არა შენი სურვილი.



8. "როგორც მოექცევი სუსტებს და დაუცველებს, ისე მოგექცევიან შენც"



9. ღმერთი მას ეხმარება, ვინც თავის თავს ეხმარება



10. ხალხი არ უხდის მადლობას მას, ვინც არ უხდის მადლობას ღმერთს;

0
74
3-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0