x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
ნაომი კემპბელი:"ცხოვრებით სრულად უნდა დატკბეთ"
ნაომი კემპბელი: "ცხოვრებით სრულად უნდა დატკბეთ"

-გაიღიმეთ, როცა ნერვიულობთ. ღიმილი თავდაჯერებულობას შეგმატებთ და გარშემომყოფები იფიქრებენ, რომ ყველაფერს აკონტროლებთ.

-როცა ზუსტად იცით, რომ ყველაფერს აკეთებთ პრობლემის მოსაგვარებლად, ნუღარ განიცდით მოსალოდნელ შედეგებს,

დაე მოსახდენი მოხდეს.


-მჯერა, რომ სწორი გზით მივდივარ. ამიტომ ჩემ ცხოვრებაში მომხდარ ცუდ ამბებს ადრე თუ გვიან კარგი შედეგები მოაქვს. გამოცდილება ყოველთვის სასარგებლოა.

image

-არ დარჩეთ წარსულში, არც მომავლისკენ წაგძლიოთ სულმა. ბედნიერება აწყმოშია.

- ვცდილობ კარგ განწყობაზე გავიღვიძო და დავტკბე ცხოვრებით.

-შური, როგორც საკუთარი უპირატესობის შეგრძნება, საკმაოდ ცუდია, ხოლო უკეთესობისკენ სწრაფვის სურვილი კი მისასალმებელია.

-მიყვარს პროფესიონალებთან თანამშრომლობა, რომლებიც საქმეს

100 %-ით უძღვნიან თავს. შესაბამისად თანამშრომლობის შედეგიც საუცხოო გამოდის.

-არ შეიძლება გარშემომყოფები აიძულო განსხვავებულად იფიქრონ ან თქვან ის, რასაც არ ფიქრობენ. სამაგიეროდ საკუთარი თავის და საქმის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა სავსებით შესაძლებელია.

-დედა ხშირად მიმეორებდა: ადამიანები განსხვავებულები არიან. ისინი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არიან, მათ შორის საკუთარი თავიც.

image
-აუცილებელია გქონდეთ პრინციპები, მათ გარეშე არაფერი გექნებათ. არ დაზოგოთ ძალები, აირჩიეთ მიმართულება, შეუპოვრად ეცადეთ მიზნების შესრულებას, საქმეს შემოქმედებითად მიუდექით. ამგვარად წარმატებას ნებისმიერ ინდუსტრიაში მიაღწევთ.
-გახსოვდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში თქვენზე ნაკლებად გაუმართლათ. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ სხვებს, ეს სამხრეთ აფრიკის პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ მასწავლა.
-საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის უფრო მეტად გულწრფელი გახდით, მათ მეტი დრო დაუთმეთ, იყავით არამარტო ემოციური, არამედ ლოიალურიც.

ყური დაუგდეთ საკუთარ ინსტინქტებს და საკუთარ თავს, ამგვარად მოიპოვებთ შინაგან სიმშვიდეს, ჰარმონიას და ბედნიერებას.
image


0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0