სხვა აბა გამოიცანით ნაწ. 2 2013, 14 იანვარი, 20:51 1. ერთ საღამოს ჯონი და სალი იჯდნენ თავიანთი სახლის მისაღებ ოთახში. ჯონი ტელევიზორს უყურებდა, სალი კი წიგნს კითხულობდა. უეცრად დენი წავიდა და დაბნელდა. ჯონმა დაიძინა. სალი კი სრულ სიბნელეში განაგრძობდა წიგნის კითხვას. როგორ?
2. ერთი ბიჭი კარნავალზე წავიდა. მას ერთი კაცი შეხვდა და უთხრა: -მოდი ერთმანეთს შევეჯიბროთ. თუ მე ქაღალდზე დავწერ შენს ზუსტ წონას, მაშინ შენ მომცემ $50-ს, თუ ვერა მაშინ მე მოგცემ. ბიჭმა მიმოიხედა, სასწორი ვერსად დაინახა და ამიტომ დატანხმდა. რადგან ეგონა, რომ კაცი ვერ გამოიცნობდა მის წონას. მაგრამ ბიჭმა წააგო და კაცს $50 გადაუხადა. როგორ მოხდა ეს? 3. აცი მოგზაურობაში წავიდა, ქათამთან, მელასთან და ერთ ტომარა ხორბალთან ერთად. ისინი ერთ მდინარეს მიადგნენ და ნავი იპოვეს. გადაწყვიტა რომ გადაცუროს მდინარე, მაგრამ კაცს მხოლოდ ერთი რამის გადატანა შეუძლია თან. ის მელას და ქათამს ერთად ვერ დატოვებს, ვერც ქათამს და ხორბალს. როგორ უნდა მოიქცეს? 4. ჯონის დედას ჰყავს ოთხი შვილი: ანჯელინა, გაბრიელი, ჯეკი და… დაასახელეთ მეოთხე შვილის სახელი. 5. ერთი საშლელი შლის მხოლოდ ფანქარს, მეორე შლის ფანქრის გარდა ყველაფერს. თქვენი ამოცანაა გაიგოთ რას შლის მე-3 საშლელი. P.S არაფერს არ შლის და ყველაფერს შლის - არასწორია! 86 3-ს მოსწონს
|