საქართველო პოლიტპატიმრები ციხეებს ტოვებენ 2013, 14 იანვარი, 16:39 ამნისტიის შედეგად 13 იანვრიდან პოლიტპატიმრები ციხეებს ტოვებენ. ამის შესახებ ცნობებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გვაწვდის. მათ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული იყო იმ პატიმართა სია, რომელთა გათავისულფლებასაც ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მოაწერა. ოფიციალური ცნობით 13 იანვარს გათავისუფლდა 190 პოლიტპატიმარი, 25 პოლიტიკური დევნილი კი დღეს, 14 იანვარს დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ოდნავ მოგვიანებით 3000-მდე პატიმარი დატოვებს საპატიმროებს, ხოლო 17000 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდება. 16 2-ს მოსწონს
|