x
image
ლადო_25
საზამთრო - "ბუნებრივი ვიაგრა"

imageტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალმა გამოკვლევებმა საზამთროს კიდევ ერთი ახალი სასარგებლო თვისება გამოავლინა -ადამიანის ლიბიდოს ზრდადა სიყვარულუნარიანობის ამაღლება. "ვიაგრა", სიახლესთან და ლევიტრისთან ერთად მკვეთრად აფართოებს სისხლძარღვებს და ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. საზამთროს სარგებლიანობის მთავარი მიზეზი მასში ციტრულინის შემცველობაა და სწორედ ეს ნივთიერება უწყობს ხელს კაპილარების გაფართოებას. ამას გარდა, როდესაც ეს ნივთიერება ამინობჟავა არგინინად გარდაიქმნება, ის სასწაულებს ახდენს გულზე, სისხლძარღვებზე. ამაღლებს იმუნიტეტს.საზამთროს სასარგებლო თვისებები ამით არ მთავრდება. არგინინი ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდთან ერთად ამიაკისა და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას...

მაგრამ არის ერთი შეფერხება: ყველაზე მეტი ციტრულინი საზამთროს თეთრ ნაწილშია დაგროვილი, რომელსაც ჩვეულებრივ, არავინ ჭამს. მეცნიერთა აზრით, საჭიროა სელექციის გზით მივიღოთ საზამთროს ისეთი ჯიში, რომელშიც ციტრულინის მაქსიმალური კონცენტრაცია სწორედ მის წითელ, ტბილ ნაწილში იქნება.

0
634
6-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0