x
image
spyker1990
შეამოწმეთ თქვენი მეხსიერება
image ტ ე ს ტ ი
შეამოწმეთ თქვენი მეხსიერების შესაძლებლობანი, ამისათვის გაეცით პასუხები კითხვებზე.









პასუხები ასე შეაფასეთ:
"არასოდეს"-0 ქულა

"იშვიათად"-1 ქულა

"ზოგჯერ'' - 2 ქულა

"ხშირად" - 3 ქულა


1.ხდება თუ არა, რომ მაშინვე გავიწყდებათ ის, რაც ეს -ესაა გითხრეს?


2.გეძნელებათ თუ არა უკანასკნელი მოვლენების გახსენება?


3.გჭირდებათ თუ არა მეხსიერების დაძაბვა, რათა გაიხსენოთ იმ ტელეფონების

ნომრები, რომლითაც მუდმივად სარგებლობთ?


4.ხდება თუ არა, რომ გავიწყდებათ იმ ადამიანების სახელები თუ გვარები, რომლებთანაც გამუდმებით ურთიერთობთ?


5. დიდი გაჭირვებით იხსენებთ თუ არა, სად დადეთ ნივთი რომელსაც იშვიათად იყენებთ?


6. გიძნელდებათ თუ არა, გაიხსენოთ პოპულარული ადამიანების გვარ-სახელი, ან ყველასათვის ნაცნობი ადგილებისა?


7. გიხდებათ თუ არა, ყველაფერი ჩაიწეროთ რათა ეს ყოველივე მეხსიერებიდან არ ამოგივარდეთ?


8. კარგავთ თუ არა თქვენს ნივთებს?


9. გავიწყდებათ თუ არა ზოგჯერ ის, რაც სულ ახლახან წაიკითხეთ წიგნში, ან იხილეთ ფილმში.


10. ხდება თუ არა, რომ ზოგჯერ შედიხართ ოთახში და გავიწყდებათ თუ რისთვის შეხვედით იქ?


11.ხდება თუ არა, რომ გავიწყდებათ იმ მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ რომელბიც იმ დღისათვის გქონდათ დაგეგმილი?


12. შესაძლებელია თუ არ, რომ ნაცნობ ადგილას გზა დაგებნათ?


13. ძნელად იმახსოვრებთ თუ არა ახალ საინფორმაციო მოვლენებს ან სტატიებს

14. ხდება თუ არა რომ სახლიდან გასულს გავიწყდებათ გაზის, შუქის ან კარის ჩაკეტვა.


15. ხდება თუ არა, რომ ზოგჯერ იწყებთ ახალ ამბის ნაცნობებთან მოყოლას და აღარ გახსოვთ რომ ეს უკვე მოუყევით?







მაშ ასე, თქვენ უკვე მოაგროვეთ

7 ან უფრო ნაკლები ქულა

შეგვიძლია მოგილოცოთ- თქვენ ბრწყინვალე მეხსიერება გაქვთ.

თქვენ მოაგროვეთ 8-დან 15 ქულა


თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ თვენს მეხსიერებას და გამუდმებით ავარჯიშოთ



თქვენი ქულების რაოდენობა 15 ზე მეტია


თქვენ პრობლემები გაქვთ მეხსიერებასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ სპეიალისტს, ისინი მეხსიერების აღდგენაში დაგეხმარებიან.

8
263
4-ს მოსწონს
ავტორი:spyker1990
spyker1990
263
  
2013, 28 იანვარი, 21:13
კარგიი
2013, 28 იანვარი, 21:12
მინდააააააააააააააა:)
2013, 28 იანვარი, 20:52
ტუ გინდა დავდებ სტატიას იმის შესახებ თუ როგორ ავარჯიშო ტვინი და მეხსიერება სახლის პირობებში :)
2013, 28 იანვარი, 20:25
20 :( და მართალიცაა:(
2013, 21 იანვარი, 3:35
facebook.com/levanid3
2013, 15 იანვარი, 15:16
:D
2013, 15 იანვარი, 13:57
ოოოო
2013, 14 იანვარი, 12:28
12 :D
0 1 8