x
დასანგრევად განწირული ილუზია



ადამიანის
ბუნება აღიქვამს მხოლოდ იმას რაც მის ქვეცნობიერს სრულებით აკმაყოფილებს ან მასში გულისამრევ
გახიზიანებას იწვევს. არ ვიცი როგორ ვტქვა მაგრამ ვფიქრობ რომ უბრალოდ არ შეგვიძლია
ნეიტრალურ ჰორიზონტზე გასვლა და მისი აღქმა. არსებობს კიდევ ერთი უკიდურესად მძიმე
ქართული პრობლემა. პოლიტიკური გემოვნება რომელიც ძალზედ მძიმედ აისახება ქართულ არქიტექტურაში.


ხიდი მახინჯი თუ ლამაზი
უხდება კი იგი ექსტერიერს, ეს უკვე საუკუნის კითხვად იქცა ჩვენს არცთუისე დიდ სახელმწიფოში.


დიახმშვიდობის ხიდიდიახ ლაპარაკი მაქვს მშვიდობის ხიდზე. თუ სიმართლე გაინტერესებთ ჩემში ეს ხიდი ორგვარ
ემოციას აღძრავს რომლის გადმოცემაც მარტივად შეუძლებელია.


ადამიანები არ ვაფასებთ სიახლეს და ყველაფერში
მხოლოდ ნეგატივს ვხედავთ. არ გვაქვს უნდარი
სწრაფად და მარტივად აღვიქვათ რეალობა. რეალობა კი ისაა, რომ კონკრეტული ხიდი მიუხედავად
მისი კარგი თუ ცუდი კონსტრუქციისა უკვე არსებობს
იგი უკვე ისეთივე რეალობაა, როგორის მე და თქვენ. საჭიროა კი მისი განადგურება აი ეს
კი უკვე პროფესიონალთა განსჯის საკითხია.


არ არის ეს სწორი და მომავლისკენ მჟვრეტელი აზროვნება, იტყვის ვინმე. მაგრამ ქართველებს უჭირთ არსებულის დანახვა მისი
საერთო იდეით და პრობლემაც სწორედ ამაშია.


ჩვენ, რომ გვკითხო ევროპაში ყველაფერი
იდეალურია და ჰარმონიული თანაარსებობა გულის ამრევ დონეზეა მაგრამ მინდა გითხრათ, რომ
იქაც არის შენობები რომლებიც თქვენი ლოგიკით ამახინჯებს ექსტერიერს და საერთოდ ანგრევს ისტორულ და კულტურულ მემკვიდრეობას. მაგალითად მოვიყვან პომპიდუს ცენტრსპომპიდუს ცენტრი რომელიც პარიზის ძველ უბანშია წამოჭიმული
და მედგრად გადმოჰყურებს ყოველივე მცირეს.


არის რაღაც რაც მაინც ყველაზე მთავარია
დაინახო ის რისი დანახვაც აუცილებელია, მაგალითად ვერავინ ხედავს იმას, რომ უამრავი
კორპუსი უკვე ავარიულია და რეკონსტრუქციას საჭიროებს, ასაშენებელი და გასარემონტებელია
უამრავი სკოლა და საავადმყოფო. ჩვენ კი ვდგავართ და ერთ კონკრეტულ ადგილზე აშენებულ
ერთ კონკრეტულ კონსტუქციას ასე გამალებით ვაკრიტიკებთ, თითქოსდა საქართველო აქტიტექტურის
კუთხით ყველაფერი ისეთ მაღალ დონეზეა, რომ მხოლოდ ეს ამახინჯებს ქალაქს.


დროა გამოვფხიზლდეთ და დავანებოთ თავი
მხოლოდ უაზრ კრიტიკას და ჯერ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით დავკავდეთ. ასე რომ საკუთარი
ტვინით აზროვნება ზოგადად კარგია. ეს ისე,
მაგრამ მაინც ....


ჩემი აზრით კი ეს ყველაფერი ილუზიაა ზოგადი
, დასანგრევად განწირული ილუზია. ილუზია რომელიც ისტორიისათვის ერთი უბრალო ამოსუნთქვაა.




0
60
შეფასება არ არის
ავტორი:Sparky
Sparky
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0