საზოგადოება გაზეთი ,,ობიექტივი”ს კიდევ ერთი ინიციატივა… ,,თეატრი ათონელზე” ,,ჩვენი სახლის” აღსაზრდელების მიერ შესრულებულ სპექტაკლის პრემიერას უმასპინძლებს 2012, 14 მარტი, 11:06 გაზეთი `ობიექტივი~-ს საინიციატოვო ჯგუფის მიზანს წარმოადგენს სულიერი და კულტურული ღირებულებების დანერგვა მოზარდ თაობაში, ადამიანის უფლებების დაცვა, იძულებით გადაადგილებული პირების და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება, საზოგადოების ფენებს შორის ინტეგრაცია, აქცია-კონცერტების ორგანიზება და განხორციელება მიაუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის, რათა არ მოხდეს მსგავსი ტიპის დაწესებულებების აღსაზრდელების იზოლირება, რომ მათ სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი. მიგვაჩნია, რომ ჩვენ შორის არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ჩვენი სითბო და სიყვარული. გაზეთი `ობიექტივი~-ს ინიციატივით იგეგმება საქველმოქმედო ფონდ საქართველოს `კარიტასი~-ს პროექტ `ჩვენი სახლის~ აღსაზრდელების მონაწილეობით სპექტაკლის დადგმა, რომლის სახელწოდებაა `მე ქალაქიდან, შენ ქალაქში.~ სპექტაკლი ადამიანურ ურთიერთობებსა და ფასეულობებზეა აგებული. სპექტაკლი ატარებს აღმზრდელობით ხასიათს; მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სიკეთეს, თავმდაბლობას, მეგობრობას და ზრუნვას ერთმანეთზე. სპექტაკლის პრემიერა `თეატრი ათონელზე~ სცენაზე გაიმართება. ხოლო პატარა მსახიობებს გამოცდილი პროფესიონალები შეაფასებენ. 27 1-ს მოსწონს
|