თავის მოვლა როგორ დავაჩქაროთ თმის ზრდა? 2013, 13 იანვარი, 17:16 თუ გრძელი თმა გაქვთ და მოკლე ვარცხნილობის მორგება მოგინდებათ, ეს ძალიან ადვილია, მაგრამ როცა პირიქითაა საქმე, ლოდინი გვჭირდება ვიდრე თმა სასურველ სიგრძეს მიაღწევს. ჩვეულებრივ თმა თვეში 1-1, 5 სანტიმეტღით იზრდება თმის სწრაფი ზრდისთვის შემოგთავაზებთ ნიღბებს: 1) თქვენ დაგჭირდებათ: დიმექსიდი (იყიდება აფთიაქში), ვიტამინი А (ზეთოვანი), ვიტამინი Е (ზეთოვანი) და ახალგამოწურული ლიმონის წვენი. მომზადების წესი -ყველა ეს ინგრედიენტი სათითაოდ 2 ჩ/კ, კარგად აურიეთ, თმის ძირებში შეიზილეთ, შემოიხვიეთ თავზე პოლიეთილენის ცელოფანი და დაიხურეთ ქუდი. გაიჩერეთ 1 საათი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 2)1 კვერცხის გულს აურიეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. 10 წვეთი ვიტამინი A-ს ზეთოვანი ხსნარი. ასევე 50 გრამი სპირტი. მირებული ნიღაბი თმის ძირებში შეიზილეთ. თავზე პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ზედ ცხელი პირსახოცი შემოიხვიეთ. 40-50 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი შეიძლება დაიდოთ კვირაში ერთხელ. 4-5 პროცედურის შემდეგ სასურველია თმა დაასვენოთ ან სხვა ნიღბით ჩაანაცვლოთ ასევე კარგია ხის სავარცხლით დავარცხნა ღამე დაწოლის წინ, ბოლოების ხშირი მოჭრა. გთავაზობთ თმის მოვლის წესებს: ○თმები დაიბანეთ კვირაში 1- 2 ჯერ. ○შამპუნი გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი თმის ტიპის შესაბამისი ○თმის ბანვის დროს არ დაგავიწყდეთ გაიკეთოთ თავზე მასაჟი შამპუნი ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ეს შემატებს თმებს ბრწყინვალებას. ○ფენი თმებთან ახლოს არ მიიტანოთ და ერთ ადგილზეც ნუ გაიჩერებთ დიდხანს. ○ხშირად დაივარცხნეთ თმები, სასურველია ხის ხშირი სავარცხლით. არ დაგავიწყდეთ თმის ნიღბების გაკეთება (იოგურტის, მაიონეზის, კვერცხის და ა.შ) ნიღბების და მცენარეული სავლებების ( გვირილა, ჭინჭარი, ოხრახუში და ა, შ ინტენსიური გამოყენება მკვეთრად აუმჯობესებს თმის ხარისხს. გთავაზობთ ლამაზი თმის სურათებს 15232 19-ს მოსწონს
|