საზოგადოება ჰიტლერის შვილთაშვილმა იუდაიზმი მიიღო 2013, 12 იანვარი, 22:21 ჰიტლერის შვილთაშვილი შედის 300 "მორჯულებულ" გერმანელთა რიცხვში, რომელებიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობენ. იგი უნივერსიტეტში ასწავლის და თავის წარმომავლობას მალავს. ის 1952 წელს ფრაკფურტში დაიბადა, ხოლო ისრაელში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს. მისი ბებია, ერნა, ცოლად გაჰყვა ჰიტლერის ნახევარძმას და ამით ძალიან ამაყობდა. თავის, ცხოვრების ბოლო წლებამდე ის ფანატიკოს ნაცისტად რჩებოდა, თუმცა ომის შემდეგ გადაწყვიტა, თავის გვარიდან ასო " ტ " მოეცილებინა.
მისი ორივე მშობელი ვერმახტში მუშაობდა. მამა მაიორი იყო. მის დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.იგი იშვიათად ხვდებოდა მამას. დედამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო მას თავის წარმომავლობის შესახებ, აჩვენა დოკუმენტები და ფოტოსურათები. შვილთაშვილი გარეგნულად სულაც არ ჰგავს შეხედულებით ფიურერს.
ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო, როდესაც დიდი წინაპრის "ჩემი ბრძოლა" წაიკითხა და გააკვირვა იმ ხალხის სიბრიყვემ, ვინც ხმა მისცა ადამიანს, რომელიც ასეთ რამეებს წერდა. მოგვიანებით, როცა სტუდენტებს თავის წარმომავლობის შესახებ მოუთხრო, ბევრმა ზურგი შეაქცია, მის შვილებს კი სკოლაში "ნაცისტებს" ეძახდნენ.
"ჩემი გზა იუდაიზმისკენ - გრძელი იყო", - ამბობს ფიურერის შთამომავალი. სკოლის დამთავრების შემდეგ ის ჯარში წავიდა, სადაც მან თეოლოგიის კურსი აირჩია, რომელის შესწავლა ისრაელში წასვლას გულისხმობდა. ისრაელში თავი ისე იგრძნო, როგორც სახლში, დარჩა იქ და მიიღო იუდაიზმი.
თავიანთი ბაბუებისა და მამების დანაშაული მოინანიეს და იუდაიზმი აღიარეს არამხოლოდ ჰიტლერის, არამედ გერინგის, ჰიმლერის, ნიმანის, ჰეტისა და სხვა ცნობილი ნაცისტების შთამომავლებმაც. 320 5-ს მოსწონს
|