ქალმა უფროსი ქალიშვილი გაათხოვა. დედამ შვილს სთხოვა, რომ შეეტყობინებინა, როგორ აეწყობოდა მისი ინტიმური ცხოვრება. ერთი კვირის შემდეგ ქალიშვილისგან წერილი მიიღო, რომელშიც ერთადერთი სიტყვა ეწერა: "ნესკაფე".
დედამ გაზეთში ნესკაფეს რეკლამა წაიკითხა:
– სიამოვნება უკანასკნელ წვეთამდე.
დედა კმაყოფილი დარჩა. მალე მეორე ქალიშვილიც გაათხოვა და მასაც იგივე სთხოვა. ორი კვირის შემდეგ იღებს წერილს, რომელშიც წერია: "ბენსონ ენდ ჰაჯის". დედამ პასუხს სიგარეტის რეკლამაში მიაგნო:
– ექსტრა ლონგ, ქინგ საიზ, – და ისევ კმაყოფილი დარჩა.
მესამე, ნაბოლარა გოგონაც გათხოვდა და მასაც იგივე თხოვნა გაუმეორა. პასუხი ერთი თვის შემდეგ მიიღო, მასში ეწერა: "ბრიტიშ ეარვეის". სარეკლამო განცხადება ნახა და გონება დაკარგა. მასში ეწერა:
– დღეში სამჯერ, კვირაში შვიდი დღე, ყველა მიმართულებით........