x
image
ხიზანიშვილი
შეიძლება თუ არა ალერგიის მიზეზი სიცივე იყოს
image- თუ ყინვის დროს სახე წითლად გილაქავდებათ, ცხვირიდან წყლის მაგვარი გამონადენი გაქვთ, მაშინ ამის მიზეზი არის ეგრეთ წოდებული სიცივის ალერგია. ამის დადგენაში, ასევე დაგეხმარებათ მარტივი ტესტის ჩატარება, კერძოდ, 1-2 წუთი კანზე მიიდეთ ყინულის ნატეხი. თუ ამ ხნის განმავლობაში კანზე გამოგაყრით, ესე იგი სიცივის ალერგია გაქვთ.

- სიცივის ალერგია უჩნდებათ მათ, ვისაც აქვს ქრონიკული ინფექციის წყარო - კერძოდ კი კარიესისკენ მიდრეკილი კბილები, ჰაიმორიტი, ტრონზოლიტი, ბრონქიტი, ქოლეცისტიტი, ნიფრიტი და სხვა.

- ყინვაში გასვლის წინ მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ ჯგუფის ზოგი წამალი შეიცავს საძილე პრეპარატებსაც და მათი მიღება სამუშაო საათებში არ არის სასურველი.

- ასევე, საჭიროა ვიტამინური კომპლექსების მიღებაც, რომლებიც აუმჯობესებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას.


- ზამთარში, ასევე, ბევრი უჩივის ტუჩების სიმშრალეს. ხშირად ამის მიზეზი არის კბილის პასტა, კერძოდ, ფტორიანი პასტები, რომელთაც გაუწყლოების და გამღიზიანებლის ეფექტიც აქვს. ტუჩის სიმშრალის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ვიტამინების უკმარისობამაც. ამიტომ, თუ გსურთ თავი აარიდოთ ტუჩის სიმშრალეს, მიირთვით A ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად: სტაფილო, ყვითელი წიწაკა და ნარინჯისფერი ხილი.

0
219
4-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0