უკვე აღარავის უკვირს, რომ ლინდსი ლოჰანის სახელი სასამართლოს, პოლიციასა
და ციხეს მუდმივად უკავშირდება. ამჯერად, მსახიობს ელიზაბეთ ტეილორის
კუთვნილი სამაჯურის ქურდობაში სდებენ ბრალს. შეგახსენებთ, რომ ლინდსიმ
ლეგენდარული ვარსკვლავის შესახებ, ბიოგრაფიულ ფილმში „ლიზი და დიკში“ მიიღო
მინაწილეობა. დაკარგული ძვირფასეულობა წარსულში ტეილორმა თავის ექთანს
აჩუქა, რომელსაც ის თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. შემდეგ ეს სამაჯური
გადაღებებისთვის გამოიყენეს.ლინდსის კი სამკაული მაშინვე ძალიან მოეწონა და
ამას ხშირად აღნიშნავდა. მალე სამაჯური დაიკარგა, სწორედ იმ დღეს, როდესაც
ლოჰანი ექთნის სახლში იმყოფებოდა. თავდაპირველად, ექთანმა იფიქრა, რომ
ლინდსის უბრალოდ მისი მოხსნა დაავიწყდა, თუმცა, როდესაც გოგონამ დაიფიცა,
რომ მას ეს ნივთი არ აუღია და ის არასდროს მოსწონებია, ექთანი მიხვდა, რომ
მსახიობი იტყუებოდა, რადგან სამაჯური მაშინ დაიკარგა, როდესაც ლინდსი
მასთან იყო და სამკაულის აღება სხვას არავის შეეძლო.
დააბრუნებდა,
პოლიციას მიმართავდა. როგორც ჩანს, მუქარამ გაჭრა და ლოჰანის ასისტენტმა
სამაჯური დააბრუნა.