x
მეტი
  • 29.09.2024
  • სტატია:137321
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511305
ფრეა ბეჰა და მისი ქუჩის სტილი
imageისევ და ისევ ვაგრძელებ რუბრიკას ;;ვარსკვლავების სტილი'' და ამჯერად გემრიელი ლუკმა მაქვს თქვენთვის. თქვენი არ ვიცი და ეს გოგონა ჩემი ერთ–ერთი ფავორიტია, გარეგნობით, სტილით და ზოგადად ტიპაჟით. სულ რაღაც 22 წლის დანიელი გოგონა ფრეა ბეჰა ერიკსენი უკვე წარმატებული და მსოფლიოს გალამურულ სამყაროში ცნობილი მოდელია.

მოდელები ბევრნი არიან, მათ შორის წარმატებულებიც, მაგრამ ყველა ვერ ცდება მოდელის მორგებულ ჩარჩოებს და ვერ ქმნის საკუთარ განსხვავებულ ტიპაჟსა და სახეს, ამისათვის მართლაც სხვა ხასიათი, შარმი და რაღაც შინაგანიც არის საჭირო. მაგალითად ადრიანა ლიმა, მოგეხსენებათ ცნობილი ტოპ მოდელია და ყველას მოსწონს თითქმის გარეგნულად როგორც სექსსიმბოლო, მაგრამ იგი მხოლოდ გარეგნობაა, მხოლოდ პლაკატი, რომლის იქითაც არც იდუმალებაა და არც რაიმე რაც დაგაინტერესებთ.

სხვაა ქეით მოსი, ამ სრულიად უბრალო მონაცემების ქალმა შექმნა მოდელის სახე და ხასიათი.

ფრეა ბეჰა გამორჩეულია თავისი თავისუფლებით. ასევე მისი ორიენტაციაც განსხვავებულია, გაგიგიათ ვინმე ლესბოსელი მოდელი?


ფრეას მის კოლეგებთანაც აქვს სასიყვარულო ურთიერთობები, თუმცა ამ ყველაფერს მოდის გურუები სულაც არ უფრთხიან და ახალ–ახალი შემოთავაზებებით ავსებენ ამ ბიჭურ გოგონას.

მიუხედავად მისი ორიენტაციისა, ბიჭურობისა, საშინელი სიგამხდრისა და ნული ზომა მკერდისა, ფრეაზე მამაკაცთა დიდი ნაწილიც შეყვარებულია. ასე რომ, სილამაზესა და მიმზიდველობას სტანდარტები არ გააჩნია გახსოვდეთ და გემოვნებაც ხომ მრავალფეროვანია.

ბეჰას ჩაცმის სტილი ქუჩაში ძირითადად თავისუფალი და სპორტულია, როგორც სურათებიდანაც შეამჩნევთ იგი შავ ფერს ანიჭებს განსაკუთრებულ უპირატესობას. თმები კი უმეტესად მოკლედ აქვს და აბურძგნული.

image

image

image

image

image

image

image

image

image

imageimage

image

image

image

image

image
image

image




0
78
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მატასი
მატასი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0