საქართველო გაუგებარი სიტყვები პოლიტიკაში 2013, 12 იანვარი, 16:15 კალინინი გამოდის სიტყვით: -ჩვენ, დღეს, მსოფლიოს ერთ მეექვსედს წარმოვადგენთ, ხვალ ერთი მეათედი ვიქნებით! ერთი წლის შემდეგ კი ერთი მეასედი! - ჩამოაგდეთ ეს ბებერი, ტრიბუნუდან თორემ აღარ დაგვიტოვა დროშის ჩასარჭობი ადგილი, ჩაილაპარაკა თუ ბრძანება გასცა სტალინმა. არც ხრუსჩოვი ჩამორჩა კალინინს და თამამად ამცნო საზოგადოებას: - მე ვხედავ კომუნიზმს ჰორიზონტზეო. არ ტყუოდა ნიკიტა. (ჰორიზონტი წარმოსახვითი ზოლია, რომელიც უფრო მეტად გვშორდება, როცა ვუახლოვდებით.) გავიდა ნახევარი საუკუნე და დადგა, კიდევ ერთი ბრწყივალე სიტყვის ჯერი, "ოცნება". ოცნება ჩემთვის ყოველთვის რაღაც სასურველთან მაგრამ აუხდენელთან ასოცირდებოდა, ამიტომ ცოტა დაბნეული ვარ, ვერ გამირკვევია როგორ გავიგო "ქართული ოცნება". ჰოდა მეც ჩემი მხრივ ვოცნებობ, უსაფუძვლო იყოს კითხვები და ეჭვები რომელიც მაწუხებს. P.S. ნატვრა ახდენილ კაცზე უბედური არა არის რა ამ ქვეყნად. 20 1-ს მოსწონს 1-ს არა
|