x
image
liverpool
"ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" პრემიერა!

image ყველა ასაკის სოციალური სტატუსისა და ინტერესის ადამიანისთვის თინა, კატო და ნინა იდეალური სამეული ტელეშოუს ფორმატიდან გამოდის და კინოეკრანებზე ინაცვლებს კინოთეატრ "ამირანში" ფილმ "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" შედგა. ერთ-ერთი ყვალაზე რეიტინგული ქართული სერიალის შემქმნელებმა რამდენიმე კვირაში სრულმეტრაჟიანი ტრადიციულად იუმორით, ცოტა ირონიით გაჟღენთილი ნამუშევარი შექმნეს და გამგები გაიგებს, ქართული ტრადიციები პოლიტიკური მდგომარეობა თუ ურთიერთობები გააქილიკეს. ჩემი ცოლის დაქალებმა სტარტი ჯერ კიდევ 2011 წელს აიღო მას მერე ბევრმა დიასახლისმა თავი ნინასთან გააიგივა, ფენიმისტებმა თინა შეიყვარეს, თავქარიანმა ჭკუამხიარულმა გოგონებმა კი კატო. სწორედ თავქარიანმა კატომ 20 წლიანი ტანჯვის შემდეგ დიტოს ცოლობაზე თანხმობა განუცხადა და აქ დაიწყო რაც დაიწყო. წარმოიდგინეთ ყოფილი ქმარი თქვენს ქორწილში მოწვეული სტუმრის სტატუსით, სასტიკათ გაბრაზებულ გაბუტული სადედამთილო და მომავალი მეუღლის მოძველბიჭო საძმაკაცო. პირველს თუ გამოვრიცხავთ სრული ქართული სიტუაციაა. თუკი ფორმულა კრეატივის და გიორგი ლიფონავას წინა ნამუშევრებისათვის ადრე თვალი შეგივლიათ მათ სტილს უპრობლემოდ ამოიცნობთ მათ თვალთახედვის არეში რამდენიმე საზოგადოებისთვის სახასიათო შტრიხი მოექცა. მოძველებული ტრადიციებიდან დაწყებული პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური თემებით დამთავრებული. ყველაფერი იოლად მოწოდებული ყოველგვარი ფილოსოფოსობის გარეშე. მოკლედ თუ ფუნდამენტალისტი არა ხართ ბევრს იცინებთ წინააღმდეგ შემთხვევაში ფილმის ნახვა თქვენთვის რეკომენდებული არ არის. ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი სერიალის პერსონაჟებით შექმნილი დამოუკიდებული ნამუშევარია. სურათში რამდენიმე ახალი გმირიც ჩნდება პრინციპში ბევრად უფრო საინტერესი სერიალის მაყურებელთათვის იქნება, თუმცა შეიძლება ისინი ცოტა იმედგაცრუებულები დარჩნენ სერიალთან შედარებით სრულმეტრაჟიან ფილმს თითქოს დინამიკა აკლია. ფილმს სრულიად მოულოდნელი და ასე ვთქვათ პოლიტიკური დასასრული აქვს. ბოლო პერიოდში ზედმეტად პოლიტიზირებული ქართული საზოგადოება თავს ფილმის დამაგვირგვინებელ ფაზაშიც სრულად ამოიცნობს, თუმცა ფილმის შეფასება მაყურებლის პრეროგატივაა. კონოპრემიერა 10 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში გადის.

3
889
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:liverpool
liverpool
889
  
2013, 13 იანვარი, 20:15
მეც ვაპირებ ნახვას..
2013, 12 იანვარი, 16:18
ვაპირებ ნახვას... :)
2013, 12 იანვარი, 13:39
საინტერესოა
0 1 3