ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი პენელოპე კრუსი (Penélope Cruz), როგოც ჩანს მარტო მსახიობური ნიჭით არ ყოფილა დაჯილდოვებული. იმის გარდა, რომ იგი არის დიზაინერი და ასევე რეკლამას უკეთებს სხვადასხვა ბრენდებს, მან თავი მუსიკალურ სფეროშიც მოსინჯა. კრუსმა ლათინური გრემის მფლობელ მომღერალ Miguel Bosé-სთან ერთად შეასრულა სიმღერა- Decirnos Adiós, რომელიც მომღერლის ალბომშიც შევიდა უკვე. მიგელმა მასიობის ვოკალურ მონაცემებზე შემდეგი განცხადება გააკეთა: " იგი არაჩვეულებრივად მღერის და რაც მთავარია მის ხმაში არის ინდივიდუალურობა".