ვარსკვლავები მარიონ კოტიარი. მსახიობი და მისი ჩაცმის სტილი 2013, 11 იანვარი, 17:08
მაშ ასე, ვაგრძელებ რუბრიკას ''ვარსკვლავების სტილი'' და ამჯერად ერთ–ერთი ლამაზი, დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონის მარიონ კოტიარის ჩაცმის სტილს გავეცნობით. სანამ უშუალოდ სურათებზე გადავიდოდეთ, ცოტას მის შესახებაც მოგიყვებით.
მარიონ კოტიარი, 1975 წლის 30 სექტემბერს არის დაბადებული პარიზში, საფრანგეთში. სამსახიობო კარიერა კი 1993 წლიდან დაიწყო და უკვე 40–ამდე სატელევიზიო თუ საატორო ფილმში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მარიონი მსახიობთა ოჯახში დაიბადა, ასე რომ სცენა და გადასაღები მოედანი მისთვის უცხო არასოდეს ყოფილა. კინოში კი მართლაც მიაღწია დიდ წარმატებას, პროფესიონალ მსახიობად ჩამოყალიბდა და ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
ფართო აუდიტორიამ მარიონ კოტიარი იხილა ფილმებში: ''დიდი თევზი''(2003) და ''ძალიან გრძელი ნიშნობა''(2004), რომლისთვისაც მან სეზარის პრემია დაიმსახურა, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა მეორეხარისხოვან როლში.
2007 წელს კი მარიონს ტრიუმფი მოუტანა ედით პიაფის როლმა ფილმში ''ცხოვრება ვარდისფერ ფერებში'' და მან სხვა ჯილდოებთან ერთად თავად ოსკარიც მოიპოვა. არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი ფილმი ''შემიყვარე თუ გაბედავ''(''love me if you dare''), სადაც მარიონი ახალგაზრდა ფრანგ მსახიობსა და რეჟისორ გიიომ კანეს უწევს პარტნიორობას. მათმა რომანმა კი რეალურ ცხოვრებაშიც გადაინაცვლა და უნდა ავღნიშნო, მართლაც ლამაზი წყვილია. ახლა კი ამ მომხიბვლელი მსახიობის ჩაცმის სტილსაც გავეცნოთ. მარიონი რეალობაშიც, როგორც მისი გმირები, ორიგინალურია. 191 6-ს მოსწონს
|