კინო Top 10 TV-shows 2013, 10 იანვარი, 23:36 სერიალების მოყვარულებს გთავაზობთ ჩემი საყვარელი სერიალების სიას 1. One Tree Hill - ერთი ხის გორაკი ![]() სერიალი მოგვითხრობს ხუთი ადამიანის შესახებ რომელთაც ერთმანეთთან უამრავი რამ აკავშირებთ. სერიალი ცხრა სეზონს მოიცავს. "ერთი ხის გორაკი" მიიზიდავს მელოდრამების, კალათბურთის, მუსიკის და მოდის მოყვარულ ადამიანებს. და არა მარტო მათ... აღსანიშნავია ფილმის მუსიკალური გაფორმება. თითოეული ეპიზოდში არაჩვეულებრივი მუსიკა ჟღერს, ეს მელოდიები სამუდამოდ დარჩება თქვენს გულსა და გონებაში. სერიალის რეჟისორია მარკ შვონი. 2. Gossip Girl - ჭორიკანა ![]() ჭორიკანას თითოეული ეპიზოდი ამ სიტყვებით იწყება: "Where is she be and Serena." And then says the famous "And who am I? That's one secret I'll never tell. You know you love me. XOXO. Gossip Girl." სერიალი 6 სეზონისგან შედგება. მოქმედება New-York-ში ხდება. გმირები არიან ახალგაზრდები მდიდარი ოჯახებიდან. მათი ერთადერთი სადარდებელია გაიგონ თუ ვინაა ჭორიკანა, რომელიც მათი ცხოვრების ყოველ წამს საიტზე აქვეყნებს. ამ კითხვას პასუხი მხოლოდ ბოლო ეპიზოდში გაეცემა. სერიალი საკმაოდ სასიამოვნო საყურებელიაა, სავსეა ფუფუნებით, მუსიკით, სიმპატიური ხალხით და New-York-ის სიკაშკაშით. XOXO GG! 3. Hart of Dixie - ექიმი ზოი ჰარტი დიქსიდან ![]() 4. Glee -კლუბი ![]() მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები ესპანური ენის მასწავლებლის დახმარებით კლუბში ერთიანდებიან რათა ნაციონალურ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და გაიმარჯვონ. მაგრამ მათ ბევრი დაბრკოლება გადაეღობებათ წინ, როგორიცაა მხარდამჭერ გოგონათა გუნდის მწვრთნელი, უსახსრობა და ა.შ. ეს არის მიუზიკლი, რომელშიც თავმოყრილია ყველა დროის ჰიტები საკმაოდ მაღალი ხარისხის არანჟირებით. მუსიკის მოყვარულებს ნამდვილად დაგაინტერესებთ. 5. Veronica Mars - ვერონიკა მარსი ![]() ვერონიკა მარსი საკმაოდ ჭკვიანი, ლამაზი, ეშმაკი, მოქნილი და ხალისიანი ახალგაზრდაა. ის სკოლის მოსწავლეა და თავისუფალ დროს მამამისს, დეტექტივს, ყოფილ შერიფს ეხმარება საქმეების გამოძიებაში. ნეპტუნში სადაც ვერონიკა ცხოვრობს ორი ფენაა ძალიან მდიდრების და მათი ვინც მდიდრებზე მუშაობს. სკოლაში გოგონა არც ისე უყვართ და ამავდროულად ეშინიათ. მას მეგობრები არ ყავს. საუკეთესო მეგობარი საეჭვო გარემოებაში მოკლეს, შეყვარებული კი ამ გოგონას, ლილის ძმა იყო, რომელიც ვერონიკას უმიზეზოდ დაშორდა. ვერონიკას მთვარი ამოცანაა ლილის მკვლელის პოვნა და დასჯა. 6. Teen Wolf - ახალგაზრდა მგელი ![]() 7. Las Vegas - ლას ვეგასი ![]() 8. 90210 New Generation - 90210 ახალი თობა ![]() ეს არის ძველი ბევერლი ჰილზის ასე ვთქვათ გაგრძელება, ახალი თაობა. ძალიან საინტერესო პერსონაჟები თვიანთი მრავალფეროვანი ისტორიებით აუცილებლად მიიპყრობენ თქვენს ყურადღება თუკი თქვენ მელოდრამების მოყვარული ბრძანდებით. 9. Happy Endings - ბედნიერი დასასრული ![]() სერიალის მთავარი გმირები არიან ძალიან მაგარი მეგობრები, თითოეული მათგანი უნიკალური ხასიათით, ქცევით, სიგიჟით... ჯეინი და ბრედი შეხმატკბილებული და ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილია, ალექსი ჯეინის დაა, მან დეივი საკურთხევლთან მიატოვა. დეივი უმძიმესი დეპრესიიდან მეგობრებმა გამოიყვანეს, მან ურთიერთობა აღადგინა ალექსთან, უფრო მეტიც ხელახლა შეუყვარდა. პენი მარტოხელა 30-ს გადაცილებული ქალია რომელმაც ვერაფრით ვერ იპოვა ცხოვრების მეგზური. მაქსი კი გეია, სარკაზმითა და ირონიით აღსავსე პიროვნება, მაგრამ პენის განუყრელი მეგობარი. ეს ექვსი ადამიანი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებს. ყველა დღესასწაულზე ერთად არიან, კარგად ერთობიან და მაყურებელსაც კარგად ართობენ. 10. Cougar Town - მტაცებლების ქალაქი ![]() ჯულსი მარტოხელა დედაა, ჰყავს თინეიჯერი ბიჭი. მას კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ ქმართან. ჯულსის ერთი მეგობარი მისის მეზობელია, რომელიც გათხოვილია და პატარა ბიჭჰყავს, ის არის ყველაფერში მართალი, ყველაფრის მცოდნე, უყვარს ყურადღების ქვეშ ყოფნა. მისი მეგობარი ერთი ძალიან საყვარელი კაცია, რომელიც გიჟდება ცოლზე და შვილს ცოლზე მეტად უვლის. ჯულსის მეორე მეგობარი ახალგაზრდა გოგოა რომელიც მასთან ერთად მუშაობს უძრავი ქონების სააგენტოში. კიდევ ერთი მეზობელი მამაკაცი და ჯულსი ერთმანეთს სულ ექიშპებიან, მაგრამ საბოლოოდ ერთმანეთი უყვარდებათ და ქორწინდებიან. ამ ადამიანების უსაყვარლესი რამ არის ღვინო, რის გარეშეც ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება. ამბავი ძალიან საინტერესო და სასაცილოა. 76 1-ს მოსწონს
|