საბუნებისმეტყველო პლანეტის ყველაზე შხამიანი გველები (+ფოტოები) 2013, 10 იანვარი, 23:43 2013 წელი გველის წელია და ეს არსებები ადამიანების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. წელს მათ განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ, მაგრამ მაინც რჩებიან ერთ-ერთ საშიშ ქვეწარმავლებად. დედამიწაზე ბინადრობს გველების 3000-ზე მეტი სახეობა. მათი მეოთხედი შხამიანია. ბინადრობენ ყველა კონტინენტზე, ასევე ანტარქტიდის მახლობლადაც. ისინი ცხოვრობენ არა მარტო მიწაზე, არამედ ოკეანის სიღრმეებშიც.
გველის შხამი რთული შემადგენლობისაა. შხამი იწვევს სუნთქვის მოშლას, ქსოვილების დანეკროზებას და სისხლის შედედებას. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი გველისაა ნაკბენი. გველი, რომელიც ადამიანს კბენს ნაკლებადაა საშიში, ვიდრე მაშინ, როცა ცხოველს ესხმის თავს. ადმიანის კბენისას ის თავს იცავს და ნაკლებ შხამს უშვებს.
მეცნიერები გამოყოფენ 7 სახეობის ყველაზე საშიშ გველებს.
1. შავი მამბა. ცხოვრონს სავანაში. ეს არის აფრიკის ყველაზე გრძელი შხამიანი გველი. სიგრძეში 2, 5 მეტრია. დასრიალებს 20 კმ/სთ სიჩქარით.
2. ჩვეულებრივი გველგესლა. ცხოვრობს ევრაზიაში. ძალიან უყვარს სიცხე და მშრალი ადგილები. სიგრძეში 60-80 სმ-ია. მისი ნაკბენი იშვიათად კლავს. 3. ფარისსახიანი თევზიჭამია. ეს გველი ცხოვრობს ტბებსა და წყალსაცავებში. სიგრძით 180 სმ-ია. წრეში აქცევს მსხვერპლს და კბენს. იშვიათად, გამოუვალ შემთხვევაში კბენს ადამიანს. 4. მწვანე გველი. ცხოვრობს ჩრდილოეთში, კანადაში. მწვანე ფერის გამო კარგად ინიღბება. ცხოვრობს ხეებზე. მისი შხამი სასიკვდილოა ადამიანისთვის. 5. შავი ექიდნა. მისი შხამი აუცილებლად სასიკვდილოა. ის ყველაზე დიდი შხამიანი გველია. სიგრძეში აღწევს 3 მეტრს. 6. ბუშმეისტერი. მისი ცნობა ძალიან ადვილია სამკუთხა თავის ფორმით. ის ყველაზე სასტიკია. მისი წიწილის შხამიც კი კლავს ადამიანს. ცხოვრობს ბრაზილიაში, ნიკარაგუაში. სიგრძით 4 მეტრია. 7. ტაიპანი.ავტრალიის ყველაზე შხამიანი გველი. მის ერთ ნაკბენს შეუძლია მოკლას 12 000 ზღვის გოჭი. მისი დაკბენილების 90% იღუპება. მისი სიგრძე 3, 5 მეტრია. შავი მამბა, მწვანე გველი, ტაიპანი (ყავისფერი შეფერილობის) და გველგესლა (ჭრელი შეფერილობის). 594 6-ს მოსწონს 1-ს არა
|