ქალი და მამაკაცი ბრედ პიტი - სიყვარულის საიდუმლო 2013, 10 იანვარი, 15:33 ![]() ჩვენი ურთიერთობა გაწყვეტისაკენ წავიდა. ჩემი ცოლის სილამაზე სადღაც ქრებოდა. თვალები დასივებული ჰქონდა, თავის კანტური დასჩემდა და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა შეწყვიტა. უარს ამბობდა ფილმებში გადაღებაზე და არ თანხმდებოდა არანაირ როლს. მე იმედი დავკარგე და ვფიქრობდი, რომ ალბათ მალე გავიყრებოდით.. მერე ისე მოხდა, რომ მე გადავწყვიტე მემოქმედა. ბოლოს და ბოლოს, მე მყავდა დედამიწის ზურგზე ყველა ლამაზი ქალი. ქალი, რომელიც იდეალია დედამიწაზე მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების ნახევარზე მეტისათვის. და მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც ეძინა მის გვერდით და შეეძლო მხრებზე მოხვეოდა. მე დავიწყე მისთვის ყვავილების, კოცნისა და კომლიმენტების დაყრა. ვჩუქნიდი ბევრ საჩუქარს და ვცხოვრობდი მხოლოდ მისთვის. სახალხოდ მე მხოლოდ მასზე ვლაპარაკობდი. ყველა სასაუბრო თემას მისკენ ვამისამართებდი. სულ ვაქებდი, მარტონი ვიყავით თუ მეგობრებთან ერთად. არ დაიჯერებთ - ის თვალდათვალ გაიფურჩქნა. ადრინდელთან შედარებით უფრო გალამაზდა კიდეც. წონაში მოიმატა, ნერვიულობა შეწყვიტა და მეც უფრო მეტად შევუყვარდი, ვიდრე ოდესმე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას ასეთი სიყვარული შეეძლო. ![]() და მაშინ გავაცნობიერე ერთი რამ: ქალი წარმოადგენს მისი მამაკაცის ანარეკლს. თუ სიგიჟემდე გიყვარს, სწორედ ამად გადაიქცევა. ბრედ პიტი 9092 36-ს მოსწონს 1-ს არა |
ძვირფასებო