შოუბიზნესი რას უწუნებს სამორი ბალდე ბერა ივანიშვილს? 2013, 9 იანვარი, 20:48 სამორი ბალდე საქართველომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გაიცნო. მან ფინალში თიკო სადუნიშვილი დაამარცხა, დიდი პოპულარობა და ხალხის სიყვარულიც დაიმსახურა. სამორი ახლა მუსიკაშია ჩართული, რამდენიმე სიმღერა ჩაწერა და ცოტა ხნის წინ საკუთარი ალბომიც გამოუშვა. ბერა ივანიშვილი კი ბიზნესმენისა და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვლის ვაჟია. ის საქართველომ პირველად "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" წყალობით გაიცნო. ორ განსხვავებულ, ქართველი გოგოების კუმირ ბიჭს რაღაც საერთოც ჰქონიათ. არა, განსხვავებულ გარეგნობას არ ვგულისხმობ, მათ მუსიკა აერთიანებთ. სამორმა და ბერამ ერთმანეთი კლუბში გაიცნეს, ამჟამად პირადი კონტაქტი არ აქვთ. სამორი კი ბერას შემოქმედების მეხოტბე სულაც არ გახლავთ. მას გარკვეული შენიშვნები გააჩნია ბერას მუსიკისასდმი. "ბერა ხარისხიან ნამუშევრებს ქმნის - მის პროდუქციაზე ხომ პროფესიონალები მუშაობენ! ჰიპ-ჰოპს თავსი გარკვეული ჟღერადობა, ენერგეტიკა აქვს. რასაც "რეპავენ", ყველაფერი ჰიპ-ჰოპი არ არის. ჰიპ-ჰოპისთვის არც შემსრულებლის ჩაცმის შესაბამისი სტილი კმარა. ბერა ხარისხიან მუსიკას ქმნის, მაგრამ ჰიპ-ჰოპის თვალსაზრისით, რაღაც აკლია. ვინც ამ ჟანრს უსმენს, ის მიმიხვდება, რასაც ვგულისხმობ... ქართული რეპი ემბრიონულ მდგომარეობაში იმყოფება. ვისაც ამ სფეროში პოტენციალი შესწევს, ყველაფერი უნდა გააკეთოს - რამე ღირებული უნდა შექმნას. ბოლოს და ბოლოს, "იუთუბის" საძიებო ველში "ქართულ რეპს" რომ ჩაწერ, სასაცილო და სამარცხვინო ვიდეო არ უნდა "ამოგიგდოს". ქართულ ჰიპ-ჰოპს თავისი ხელწერა უნდა ეტყობოდეს"-ამბობს სამორი. 2433 13-ს მოსწონს 2-ს არა
|