x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
***

რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე,

თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათოვს...

ისევ უზომოდ მენატრები, ..დავხუჭავ თვალებს,

ჩუმად ვჩურჩულებ–ასე ბედმა დამსაჯა რატომ?..

გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ვიღაც,

თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს.

რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა...

რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..

მინდა დავმშვიდდე, ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს,

უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა...

ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ,

მსურს გაგიმხილო–რაც ვერ გავბედე ცოტა ხნის წინათ...

მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება,

დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა...

არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ–

რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა...

ნაზია ღამე, მთვარის სხივი ეცემა ბაგეს,

თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს...

ისევ უზომოდ მენატრები...დავხუჭავ თვალებს–

და სველ ლარნაკში მაგნოლიებს სათუთად ვაწყობ.

1
58
9-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
58
  
2013, 12 ოქტომბერი, 0:01
ძალიან ძალიან მაგარია
0 1 1