x
image
მატასი
მოტივატორი ფილმები. ნაწილი პირველი
image






















მოტივაცია არის ის ძალა, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ, გვაძლევს სტიმულს ნაბიჯის წინ გადასადგმელად და ჩვენი მიზნის მისაღწევად. მოტივაცია გვმატებს თავდაჯერებულობასა და გამბედაობას. მოტივაცია ადამიანში სხვადასხვა საგანმა თუ მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს. თანამედროვე სამყაროში კი, სადაც ყოველი ჩვენგანი უყურებს ფილმებს, ჩვენი განწყობის შემქმნელი ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ კინო შეიძლება იყოს.

ზოგიერთი ფილმის ყურების შემდეგ თქვენ მართლაც გრძნობთ თავდაჯერებულობას, გამბედაობას, რაღაცის შეცვლის და რაც მთავარია მოქმედების სურვილს. სწორედ ეს ფილმებია მოტივატორი ფილმები, რომლებიც ძირითადად დიდი პოპულარობით სარგებლობს და საკულტო ფილმებადაც კი იქცევა ხოლმე ზოგიერთი. ფილმებში მიმდინარე მოვლენების მაგალითი გვაძლევს მაყურებელს იმედსა და რწმენას, რომ ჩვენც შეგვიძლია ფილმის გმირივით ყველაფერი გამოგვივიდეს და დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

პერიოდულად გავაგრძელებ სტატიების წერას მოტივატორ ფილმებზე, ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს და საჭიროც თქვენთვის. ახლა კი პირველ სამ ფილმს შემოგთავაზებთ დასაწყისისთვის.


1. ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ფილმები მოკრივეზე სახელად ''როკი'', ფილმის ყველა სერია დიდი პოპულარობით სარგებლობდა. პირადად ჩემთვის კი ნამდვილად მოტივატორს წარმოადგენდა. ფილმის სავიზიტო ბარათი კი მისი ერთ-ერთი საუნდტრეკია, რომელიც ასევე მოტივატორ სიმღერად ითვლება. ფილმი რათქმაუნდა ნაყურები გექნებათ თითქმის ყველას, მაგრამ თუ მოტივაცია დაგჭირდებათ ნამდვილად გამოგადგებათ.

image

image


2.''the Pursuit of Happyness'' - ''ბედნიერების დევნაში''.

ფილმი უილ სმიტისა და მისი ვაჟის მონაწილეობით ერთ-ერთი ცნობილი მოტივატორი ფილმია. ადამიანზე, რომელიც არ ეძლევა სასოწარკვეთას ყველაფრის მიუხედავად და ბოლომდე იბრძვის მიზნის მისაღწევად. ასე რომ უყურეთ ფილმს და მიბაძეთ მთავარ პერსონაჟს, არ დანებდეთ.

image

image



3.''the Shawshank Redemption'' - ''გაქცევა შოუშენკიდან'' - ეს ფილმიც ალბათ ყველას ნანახი გაქვთ, თუმცა ეს ის ფილმი ნამდვილად არ არის მხოლოდ ერთხელ ყურება რომ კმაროდეს და ბევრისათვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. ფილმი, ადამიანზე, რომელმაც ყველას დაუმტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია, მაშინ როცა თავისუფლებისათვის იბრძვი. დიდი რწმენა, მოთმინება და სურვილი, ასევე თავდაუზოგავი შრომა და გონიერება, აი რა გვიჩვენა ამ ადამიანმა.

image

0
404
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0