სხვა ჰაერის რა მაქსიმალური ტემპერატურის გაძლება შეუძლია ადამიანის ორგანიზმს? 2013, 9 იანვარი, 12:31 ადამიანი გაცილებით მეტ გამძლეობას იჩენს ცხელი კლიმატის მიმართ, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.ზაფხულში ავსტრალიის შუაგულში არც თუ ისე იშვიათად მაქსიმალური ტემპერატურა ჩრდილში აღწევს 50 გრადუსს, ხოლო მზეში 60 გრადუსს ცელსიუსით.აი ასეთ პირობებში უწევთ ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრება და საქმიანობა. ჩატარდა ცდა მაქსიმალური ტემპერატურის გასარკვევად, რის გადატანაც შეუძლია ადამიანის ორგანიზმს.გაირკვა, რომ ტემპერატურის თანდათანობით მატებისას ჩვენს ორგანიზმს, მშრალი ჰაერის პირობებში შეუძლია გაუძლოს არა მარტო წყლის დუღილის ტემპერატურას(100გრადუსი), არამედ გაცილებით უფრო მაღალ -160 გრადუსამდე ტემპერატურას, რაც დაამტკიცეს ინგლისელმა ფიზიკოსებმა ბლაგდენმა და ჩენტრიმ, გაატარეს რა რამდენიმე საათი გახურებულ პურის საცხობ ღუმელში. რით აიხსნება ჩვენი სხეულის ასეთი ამტანობა მაღალი სიცხის მიმართ? ეს აიხსნება იმით, რომ ადამიანის ორგანიზმი ფაქტობრივად არ იღებს გარშემო არსებულ მაღალ ტემპერატურას და ინარჩუნებს ნორმალურთან მიახლოებულ ტემპერატურას.იგი გადახურებას ებრძვის ოფლის გამოყოფის საშუალებით.ადამიანის სხეულის ზედაპირიდან ოფლის აორთქლება იწვევს, მის გარშემო არსებული ცხელი ჰაერის ტემპერატურის საკმაოდ შემცირებას, რითაც ხელს უშლის სხეულის გადახურებას.ერთადერთი აუცილებელი პირობაა ის, რომ ჰაერი უნდა იყოს მშრალი. 213 2-ს მოსწონს
|