x
image
ბუბუ007
პირველი ყრუ და უსინათლო ადამიანი , რომელმაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების დარგში

imageჰელენ კელერი-პირველი ყრუ და უსინათლო ადამიანი, რომელმაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების დარგში.პირველი ნაშრომი შექმნა 11 წლის ასაკში. ის იცნობდა აშშ-ს ყველა პრეზიდენტს გლოვერ კლივლენდიდან (22-ე) ლაინდონ ჯონსონის(36-ე) ჩათვლით. ასევე კონტაქტი ჰქონდა ბევრ ცნობილ პიროვნებასთან, მათ შორის ალექსანდრ გრაჰამ ბელთან, ჩარლი ჩაპლინთან, მარკ ტვენთან და ა.შ
ჰელენ კელერი ასევე იყო პოლიტიკური აქტივისტი, ლექტორი და ავტორი რამდენიმე წიგნისა. ჰელენი არ ყოფილა დაბადებით ბრმა და ყრუ, როცა ის გახდა 19 თვის მას აღმოუჩინეს დაავადება(სავარაუდოდ მენინგიტი), რამაც დაუტოვა სიბრმავე და სიყრუე. მას თვალები ადრეული ასაკიდან ამოუღეს და მინით ჩაუნაცვლეს.
მიზანდასახულობის წყალობით გახდა მსოფლიოში ცნობილი სპიკერი და ავტორი, იგი ასევე იყო უფლებების დამცველი შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისა. მან დაწერა 12 წიგნი და რამდენიმე სტატია. . იგი გახდა არაერთი ადამიანის დიდების საგანი და მოხვდა მსოფლიოს საუცხოო ადამიანების ოცეულში.
მასწავლებელი ანა სულივანი მას ხელზე სიტყვის დაწერით აგებინებდა სათქმელს – სხვა უნარების არქონამ შეგრძნება გაუასმაგა. ჰელენი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობდა და აფიქსირებდა თავის პოზიციას ომის წინააღმდეგ და მუშების სასარგებლოდ. 1920 წელს მოსწავლემ და მასწავლებელმა ღარიბი ფენის მხარდამჭერი ორგანიზაცია დააარსეს. ამის შემდეგ ჰელენმა 39 ქვეყანაში იმოგზაურა. რამდენჯერმე იყო იაპონიაში და იქაურ ხალხს ძალიან შეაყვარა თავი.
ეს ადამიანი არის მისაბაძი მაგალითი თავისი ლიდერული თვისებებით, ბრძოლის უნარით და მიზანდასახულობით.
არ აქვს მნიშვნელობა მხედველობის არ ქონას თუ გაქვს ცხოვრების წყურვილი..
არა აქვს მნიშვნელობა სიღარიბეში დაიბადე თუ სიმდიდრეში, მთავარია გქონდეს მიზანი !
არაფერია მიზანდასახულ ქალზე და ზოგადად პიროვნებაზე მშვენიერი !

0
276
3-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0