ლიონელ მესის "ოქროს ბურთი" მეოთხედ გადასცეს.
გამოკითხვის შედეგად, რომელშიდაც მონაწილეობას იღებდნენ მწვრთნელები, წამყვანი გუნდების კაპიტნები, აგრეთვე ცნობილი სპორტული ჟურნალისტები, 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე მეოთხედ, არგენტინელი 25 წლის "ბარსელონას"ფორვარდი, ლიონელ მესი დაასახელეს.ფეხბურთელმა წლის განმავლობაში 91 გოლი გაიტანა, რითაც გერმანელი გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა. მესი აგრეთვე პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელსაც უკვე მეოთხედ გადაეცა "ოქროს ბურთი".მეორე ადგილი პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიცია მესის თანაკლუბელს ანდრეს ინიესტას ერგო.![ლიონელ მესის "ოქროს ბურთი" მეოთხედ
გადასცეს. image](/uploads/article_images/small/62271357626898.jpg)