x
image
ახალი თაობა
მხოლოდ იუმორი
image


“მხოლოდ შენთვის"


მომღერალმა, რომელსაც სოლო კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, მიმართა თავის საცოლეს:


-ჩემო ძვირფასო, ხვალინდელი დრე ძალზე მნიშვნელოვანია, მე ვიმღერებ მხოლოდ და მხოლოდ შენთვის!"

-ნუ ღელავ საყვარელო, -ანუგეშა იგი ქალიშვილმა, -იქნებ ჩემს გარდა კიდევ მოვიდეს რამდენიმე კაცი.


“მოხერხებული ადმინისტრატორი"

კინოთეატრის ადმინისტრატორმა ფილმის დაწყების წინ გამოაცხადა:

-ქალბატონებს მივმართავ თხოვნით, მოიხედოთ მაღალი შლაპები!დარბაზში არც ერთი ქალი არ განძრეულა.მაშინ ადმინისტრატორმა დაუმატა:

-რა თქმა უნდა, ხანდაზმულ ქალბატონებს ეს არ ეხებათ.მაშინვე ყველა ქალმა მოიხადა შლაპა.



“უხერხული სიტუაცია"


მაყურებელი მის გვერდით მჯდომ უცნობ მამაკაცს მიუბრუნდა და მომღერალი ქალი გააკრიტიკა:

-რა საშინელი ხმა აქვს, ხომ არ იცით ვინ არის იგი?

-როგორ არა, ჩემი ცოლია-უპასუხა უცნობმა.

-ოჰ, მაპატიეთ, რა საკვირველია, მას არ აქვს ცუდი ხმა, მაგრამ რა მისი ბრალია, სიმღერაა ძალიან ცუდი, ნეტავ ვინ დაწერა ეს საშინელი სიმღერა?

-მე დავწერე-მიუგო მამაკაცმა.


“გულისამაჩუყებელი ზრუნვა"


როიალის თაობაზე გეახელით, ქალბატონო, ამწყობი ვარ.

-მაგრამ...ჩემი როიალი სრულ წესრიგშია, მე თქვენ სრულიადაც არ გამომიძახებიხართ.

-სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ თქვენი მეზობლები...სწორედ მათ მთხოვეს თქვენთან მოსვლა.


“გაუგებრობა"


დედა მცირეწლოვან შვილს ქუჩაში ასეირნებდა.ამ დროს მომღერალთა გუნდმა ჩაიარა, წინ დირიჟორი მიუძღვოდა.

-წინა კაცი ჯოხით დანარჩენებს რად ემუქრება?-იკითხა ბავშვმა.

-კი არ ემუქრება, დირიჟორობს-მიუგო დედამ.

-თუ არ ემუქრება, მაშ რაღა აყვირებთ-გაიოცა ბავშვმა.


“სიმღერის წყალობით"


-მისტერ ჯორჯ, მე გავიგე, რომ თქვენს ქალიშვილს გადაუწყვეტია მომღერალი გახდეს და მუსიკის გაკვთილებს იღებს.როგორი წარმატება აქვს?

-შესანიშნავი.მისი წყალობით თითქმის მუქთად ჩავიგდე ხელში ორი მეზობლის ბინა.

1
17
6-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
17
  
2013, 8 იანვარი, 0:55
კარგია!!!:)
0 1 1