x
ეს ყველამ უნდა იცოდეს
ერის საგანძურს შეემატა ქართული საისტორიო საბუთები საზღვარგარეთ


ტბილისისაქართველოს შესახებ საზღვარგარეთ საისტორიო ხასიათის მასალის გამოვლენა და მისი მეცნიერული ანალიზი ქათული ისტორიოგრაფის წინაშე დასახულ ამოცანათა, შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია,

ვინაიდან იგი ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი წარსულის ღრმა მეცნიერული შესწავლის პრობლემებს უკავშირდება . ამდენად მისწრაფება ასეთი სახის მასალის სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანისა, რასაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი ახორციელებს, კანონზომიერი და მისასალმებელი.
გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ინსტიტუტის მიერ შეთავაზებული თემა - ”საქართველოს ისტორიული კავშირ-ურთიერთობათა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან XVII-XVIII საუკუნეებში”. რომელიც ძირითადად ქართული ნაბეჭდის წიგნის 350-ე წლისთავს უკავშირდებოდა, იუნესკოს სათანადო ინსტანციებში მოი
წონეს და მის დასამუშავებლად ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ საგანგებო სტიპენდიაც გამოყო. სტიპენდიატობა ჩვენ დაგვეკისრა, რის შედეგადაც ამა წლის მარტიდან თითქმის ოთხი თვის მანძილზე სამეცნიერო მივლინებაში ვიმყოფებოდით დასავლეთ ევროპის ოთხ ქვეყანაში : იტალიაში, ჰოლანდიაში, შვეციასა და საფრანგეთში.
მივლინება ითვალისწინებდა დასახელებული ქვეყნების სამეცნიერო დაწესებულებებში საკვლევ თემაზე არსებული საარქივო და სხვა თემებზე და სხვა ფაქტობრივი ხასიათის მასალის გამოვლენასა და მის ფიქსირებას. საგანგებო ყურადღება უნდა დათმობოდა პირველნაბეჭდი ქართული წიგნების ისტორიის ამსახველ მასალას.მივლინების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სპეციალური ლი

ტერატურის გაცნობა . განსაკუთრებით საზღვარგარეთელ ავტორთა იმ პუბლ
იკაციებისა XVII-XVIII საუკუნეების ქართული კულტურის განვითარების შესახებ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წიგნსაცავებსა და ბიბლიოთეკებში არ მოიძებნება.
ერთ თვეს ვიმუშავეთ იტალიის ცნობილ სამეცნიერო დაწესებულებებში, როგორიც არის ვატიკანის არქივი და ბიბლიოთეკა, კათოლიკურისარწმუნოების გამავრცელებელი კონგრეაგაციის ანუ ე.წ ”პროპაგანდა ფიდე”-ს არქივი და ბიბლიოთეკა, რომის ორიენტალისტიკის ინსტიტუტის ბიბლიოტეკა, რომის

ორიენტალისტიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა და ვენეციის საქალაქო არქივი და ბიბლიოთეკა (ბიბლიოთეკა მარჩიანა) ვატიკანის და ”პროპაგანდა ფიდეს ” არქივსაცავებში გამოვავლინეთ და ფირზე გადავიღეთ საინტერესო დოკუმენტური მასალა, რომელიც შუქსა ჰფენს ქართულ-იტალიურ პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობას სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში.
ამ მასალიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია თეიმურაზ პირველის მიმოწერა რომის პაპ ურბან VIII-სთან, საარქივო ცნობები ნიკიფორე ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილის სპეციალური დიპლომატიური მისიის შესახებ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, გიორგი XI მიმოწერა პაპ ინოჩენკო XI-სთან და სხვა. ჩვენი ინტერესი XVII საუკუნის 20-იანი 30-იანი წლების ქართულ-იტალიური ურთიერთობის შესახებ
არსებული საარქივო მასალისადმი იმით იყო გაძლიერებული, რომ ეს ჭეშმარიტად ურთულესი პერიოდი ჩვენი ისტორიისა უშვალოდ არის დაკავშირებული დიდმნიშვენლოვან კულტურულ ძვრებთან ქართველი ხალხის ცხოვრებაში. მხედველობაში გვაქვს უპირველეს


ყოვლისა ნიკიფორე ჩოლოყაშვილის ელჩობის დასასრულს, 1629 წელს მისი მონაწილეობით რომში განზხორციელებული პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნების გამოქვეყნება კათოლიკური სარწმუნოების გამავრცელებელი კონგრეგაციის ახლად დაარსებულ სტამბაში. თუმცა ”პროპაგანდა ფიდეს” არქივში საგანგებოდ არის გამოყოფილი იტალიაში სასულიერო ბეჭდვითი სიტყვის განვითარების ამსახველი ფონდი, რომელიც ექვს დიდ დასტას შეადგენს, მასში საწყისი პერიოდი დასახელებული სტამბის ისტორიისა, სამწუხაროდ, ერთობ ძუნწადაა წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, ნაწილობრივ ამ ფონდში, სადაც კი საქართველო-იტალიის ურთიერთობის შესახებ მასალა მოიძებნება, მაინც მივაკვლიეთ უნიკალურ საბუთებს, რომლებიც მეტნაკლებად ნათელს ჰფენს ქართული კულტურის ისტორიაში მომხდარ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, მის ცალკეულ მონაწილეთა ცხოვრება
სა და მოღვაწეობას.
საინტერესოა, რომ ბოლო დრომდე ჩვენს ისტორიოგრაფიაში პირველად დასტამბულ ქართულ წიგნებად ითვლებოდა სტეფანე პაოლინის მიერ ნიკიფორე ირბახის დახმარებით შედგენილი

”ქართულ-იტალიური ლექსიკონი” და ”ქართული ანბანი ლოცვებითურთ” ”პროპაგანდა ფიდეს” არქივში შემთხვევით მივაკვლიეთ ცნობას იმის შესახებ, რომ დასახელებულ წიგნებთან ერთად 1629 წელს რომის იმავე სტამბაშჳ გამოიცა ქართული პუბლიკაციის მესამე ნაირსახეობაც, რომლის ავტორად დოკუმენტში უშუალოდ ნიკიფორე ირბახი (ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი) იყო მითითებული. მეტად რთული და ხანგრძლივი ძიების შემდეგ ერთადერთი აგზემპლარი ამ დღემდე უცნობი ქართული პუბლიკაციისა აღმოვაჩინეთ ვატიკანის ”ბიბლიოთეკა აპოსტოლიკაში”. ეს არის ერთ გრძელ ფურცლად დასტამბული ნიკიფორე ჩოლოყაშვილ
ის, არა ორიგინალური ცვლილება არამედ მის მიერ ლათინურიდან ქართულად ნათარგმნი, წარსულში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოცვა ღვთისმშობლისადმი ”ლიტანია ლაურეტანოს” სახელწოდებით.
უდიდესი კმაყოფილების გრძნობა გამოიწვია ჩვენში”პროპაგანდა ფიდეს” სტამბის ძველი შენობის მიკვლევამ (ეს სტამბა XVII საუკუნის

შუახანიდან გადატანილ იქნა
ვატიკანის ტერიტორიაზედა დღესაც მოქმედებს) რომის ძველი საცნობარო და სამხარეთმცოდნეო ლიტერატურის წყალობით დავადგინეთ ჩვენთვის საინტერესო მისამართი: კონგრეგაცია ”პროპაგანდა ფიდეს” ძველი სტამბის შენობა სადაც პირველმა ქართველმა პუბლიკაციებმა იხილეს დღის სინათლე, მდებარეობს რომის ცენტრალურ ნაწილში ვენეციის მოედნის უკან, საქვეყნოდ ცნობილი ფორუმის ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად კი ე.წ. ფორო-ტრაიანოსა და ფორო აუგუსტოს შორის. სალიტა დელ გრილო - ასეთია არა მარტო ძველი, არამედ დღევანდელი სახელწოდებაც ვიწრო აღმართიანი ქუჩისა (სალიტა - აღმართს ნიშნავს, ხოლო დელ გრილო ცნობილი ჯვაროსანის რაინდის გვარია), სადაც დგას ძველი სტამბის ბაროკოს სტილის 4 - სართულიანი კარგად შენახული შენობა, რომე
ლიც ამჟამად საცხოვრებელ სახლად არის გამოყენებული (შენობის ნომერია17). სახლის არქიტექტურა, ისევე როგორც მთელი მიმდებარე კვარტლისა პიაცა დელ გრილოს ჩათვლით, ცნობილ იტალიელ

ხუროთმოძღვარს ჯან-ლორენცო ბერნინის ეკუთვნის. XVII საუკუნის 20-იან წლებში შენობა სასულიერო კონგრეგაციის ახლად დაარსებული სტამბის მართველს (ეკონომიკოსს) აქილ ვენერიოს ეკუთვნოდა. ეს პიროვნება უცნობი როდია ქათული ისტორიოგრაფიისათვის: მისი სახელი და გვარი თვალნათლივ არის მითითებული არა მარტო სალიტა დელ გრილოს შენობის პორტალზე, არამედ ”ქართულ-იტალიური ლექსიკონის” შესავალი ნაწილის ქვემოთაც, რომელიც წიგნის გამომცემელთა ურბან VIII-ისადმი ტრადიციულ მიძღვნას მიძღვნას წარმოადგენს.
მცირე ხნით მოგვიხდა ვენეციაში, სადაც ძირითადად საქალაქო ბიბლიოთეკაში ვიმუშავეთ. ამ დაწესებულების ხელნაწერთა განყოფილებაში დაცული ცნობილი იტალიელი ორიენტალისტის ემილიო ტეცას ფონდში მივაკვლიეთ XVIII საუკუნის I ნახევარში შედგენილ ხელნაწერ ქართულ გრამატიკას, რომელიც ე. ტეცამ გასული ს
აუკუნის ბოლოს პარიზში შეისყიდა და რომელიც ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. ამ გრამატიკის ძიებას, რომელიც, ჩვენი აზრით, საინტერესო ობიექტი უნდა გახდეს ქართველი ლინგვისტებისათვის, ვაწარმოებდით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დავალებით.
ჰოლანდიაში - ამსტერდამში, ჰააგასა და საანდამში მოგვიხდა

მუშაობა, სახელდობრ, ამსტერდამის მუნიციპალურ არქივისა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში, ჰააგაში - სახელმწიფო არქივში, სამეფო ბიბლიოთეკასა და ნაბეჭდი წიგნის მუზეუმში, ხოლო საანდამში - პეტრე პირველის დახლ-მუზეუმში. ამ დაწესებულებაში გამოვავლინეთ და ფირზე გადავიღეთ ქართულ-ჰოლანდიური ურთიერთობის ამსახველი საარქივო და ლიტერატურული მასალა, რომელიც ძირითადად XVII საუკუნის ბოლო მეოთხედის ორ ცნობილ ისტორიუ
ლ ეპიზოდს უკავშირდება: არჩილ მეფის შეკვეთით ამსტერდამელი მესტამბის, უნგრელი ტოტფოლუშ კიშ მიკლოშის მიერ 1686-1687 წლებში ქართული შრიფტის ჩამოსასხმელი მატრიცების დამზადება და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პეტრე პირველის 1697-1698 წლების მოგზაურობაში (ე.წ ”დიდ ელჩობაში) ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონის მონაწილეობა.
ქართული შრიფტის მატრიცები არჩილმა ამსტერდამელ ოსტატს მოსკოვშჳ ემიგრანტად ცასვლის პირველსავე წელს შეუკვეთა. უშუალო დახმარება ამ საქმეში მას შვედმა მეცნიერმა და დიპლომატმა იოჰან-გაბრიელ სპარნფელდმა და ამსტერდამის ერთ-ერთმა ბურგომისტრმა ნიკოლა-კირნელიუს ვიტცენმა აღმოუჩინეს. ამ უკანასკნელთან, როგო
რც ცნობილია, არჩილს მიმოწერაც კი ჰქონდა. ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში დაცულია ვიტცენის მიმოწერა მის მეგობართან, ქალაქ დევენტრის მ

ერთან გეიჟბერტ კუპერთან, მივაკვლიეთ არჩილის ვიტცენისადმი მიწერილი ცნიბილი წერილის ასლს ჰოლანდიურ და ფრანგულ ენებზე. ამ დოკუმენტიდან და თანდართული გ.კუპრისადმი წერილიდან ირკვევა არა მარტო ის, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ვიტცენი არჩილ ბაგრატიონთან ურთიერთობას, არამედ ისიც, რომ არჩილის მისადმი გაგზავნილ წერილის ორიგინალში შეცდომით მითითებული ვინმე ”ბარონ ვლარი” ჰოლანდიის შეერთებული შტატების რეზიდენტს მოსკოვში ბარონ იოჰან-ვილემ კელერს.
საერთოდ ამსტერდამის სამეცნიერო დაწესებულებში საკმაოდ საფუძვლიანი მასალა შევაგროვეთ ტემაზე ”ნ. ვიტცენი საქართველოს შესახებ”. საინტერესო ცნობები გამოვავლინეთ აგრეთვე სახელმოხვეჭილი უნგრელი მესტამბის ტოტფოლუშ კიშ მილოშის შესახებ, რომე
ლმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული კულტურის განვითარების დაქმეშიც. მისი მიმოწერა სპარვენფელდთან, განსაკუთრებით კი ჩვენს მიერ შვეციაშჳ მიკვლეული საარქივო და სხვა ფაქტობრივი ხასიათის ცნობები ეჭვს არ იწვევს, რომ უნგრელმა ოსტატმა პირნათლად შეასრულა არჩილ მეფის დავალება.
რაც შეეხება საქართველო ჰოლანდიის ისტორიული ურთიერთობის მეორე ეპიზოდს - XVII საუკუნის მიწურულში პეტრე პირველის თაოსნობით განხორციელებულ ”დიდ ელჩობაში” ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონის მონაწილეობას, ჩვენი საკვლებაძიებო მუშაობა ამ მიმართულებით უპირატესად ჰააგისა და საანდამის სამეცნიერო დაწესებულებებში წარიმართა.
საანდამის პეტრე პირველის სახლ-მუზეუმში გავეცანით მეტად საინტერესო დოკუმეტს 1697 წლის აგვისტოთი დათარიღებულ ადგილობრივი საეკლესიო წიგნის ამონაწერს. მისი შინაარსის


რო ინტერესები ისევ ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონს დაუკავრირდა, მიხედვით, ჰოლანდიაში ინკოგნიტოდ ჩასული პეტრე პირველი მასთან იმჟამად ყველაზე დაახლოებულ ექვს თანმხლებ პირთან ერთად, რომელთა შორის დოკუმენტში ძმების ალექსანდრე და გავრილა მენშიკოვე
ბის გარდა ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონია მითითებული, 1697 წლის 18 აგვისტოს დასახლდა საანდამის გემსაშენი საზელოსნოების შორიხლოს, მისთვის პირადად ცნობილი ჰოლანდიელი მჭედლის ჰარიტ კისტის სახლში. ჰოლანდიაში ყოფნისას ალექსანდრე ბატონიშვილი, იმ პერიოდის გამოკლებით, როდესაც ის ინგლიში რუსეთის მეფეს ახლდა, ძირითადა ჰააგაში ცხოვრობდა, სადაც ”საბომბარდირო” ანუ საარტილერიო საქმეს ეუფლებოდა.ზოგიერთ ჰოლანდიურ ისტორიულ-ლიტერატურულ წყაროზე დაყდნობით, რომელსაც ჩვენ ჰააგის სამებო ბიბლიოთეკაში, რომელსაც ჩვენ ჰააგის სამეფო ბიბლიოთეკაში გავეცანით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ალექსანდრე ბაგრატიონი ”საბომბარდირო ” საქმეს ჰააგის სახელმწიფო საარტილერიო დაწესებულებაში სწავლობდა, ხოლო მისი მასწავლებელი სამხედრო-საარტილერიო საქმის ცნობილი ჰოლანდიე

ლი მოღვაწე მენო ფონ კუხორნი იყო.
იუნესკოს პროგრამის შესაბამისად სამი კვირა შვეციაში დავყავით, სადაც ძირითადად ორი ქალაქის სამეცნიერო დაწესებულებებში მოგვიხდა მუშაობა სტოკჰოლმის სახელმწიფო არქივსა და სამეფო ბიბლიოთეკაში (ე.წ ”კაროლინა რედივივა”-ში). შვეციაში ჩვენი სამეცნიე

რომელიც, როგორც ცნობილია, 1700 წელს ნარვასთან მომხდარ ბრძოლაშჳ ზოგიერთ სხვა რუს გენერალთან ერთად ტყვედ ჩაუვარდა შვედებს და 10 წელიწადი ტყვეონაში, სახელდობრ, სტოკჰოლმსა და ლინჩოპინგში გაატარა.
სტოკჰოლმის სახელმიფო არქივში გამოვავლინეთ და ფოტოასლები გდავირეთ დღემდე სეუსწავლელი ვრცელი სააქრქივო მასალისა რომელის ცასხავს შვეციაში ტყვედმყოფი ქართველი ყფლისწულის ცხოვრებას მის გარდაცვალებამდე. აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია არჩილ მეფის სამი წერილი XII -სადმი ვაჟიშვილის ტყვეობასთან დახსნის თაობაზე თხოვნით, ალექსანდრე ბატონიშვილის მშობ
ლებსა და დის

ადმი წერილის ავტიგრაფი, მისივე წერილები შვეციის სენატისა და კარლოს XII-სადმი, დოკუმენტები, რომლებიც ტყვე რუსი გენერლებ

ის ალქსანდრეს მიმართ ზედმიწევნით გულთბილ დამოკიდებულებაზე მეტყველებენ და სხვ.
სტოკჰოლმი სამეფო და უპსალას საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში გამოვავლინეთ საინტერესო ცნობები ალექსანდრე ბაგრატიონის შვეციაში კულტურული მოღვაწეობის შესახებ. ამ ბიბლიოთეკების ხელნაწერთა განყოფილებებში კერძოდ აღმოჩნდა სხვადასხვა ანაბეჭდები ქართული ტექსტისა, რომელიც, როგორც გამოირკვა, ალექსანდრე ბატონიშვილის ტაოსნობით არის შედგენილი და დასტამბული სტოკჰოლმის ჰაინრიხ III კაიზერის სტამბაში. ჩვენს მიერ მიკვლეულ
ი ორი სხვადასხვა შინაარსის ანაბეჭდებიდანერთი ცნობილია ქართ
ული ისტორიოგრაფიისათვის: მასზე ქართულ ასომთავრულ დანუსხურ ანბანებთაბ ერთად სტამბური ნუსხა- ხუცურითაა განსახიერებული ”მამაო ჩვენოს” და ”წმინდაო მარიამის” ლოცვათა ტექსტები. ხოლო მეორე, დღემდე ჩვენთვის უცნობ, ანაბეჭდზე ასევე ნუსხა-ხუცურით სასულიერო ტექსტის ”სიტყვა დღესა ტაძრათ მიყვანებისასა” შინაარსითაა გადმოცემული.
უპსალას საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილება

ში მივაკვლიეთ აგრეთვე ადრე ჩვენთვის ცნობილი ანაბეჭდის ნაირსახეობას, რომელსაც ტექსტის ბოლოს, გვერდის მარჯვენა მხარეს

გაკეთებული აქვს ტვით მესტამბე ჰაინრიხ III კაიზერის ბეჭდური მარგინალია შვედურ ენაზე. მისი შინაარსის მიხედვით, ქართული შრიფტები, რომლითაც ააწყვეს ზემოთმითითებული ქართული ანბანები და ორი ცნობილი ლოცვის ტექსტები, თურმე ქართული შრიფტის მზა მატრიცების საფუძველზე ჩამოსუხიათ.თავისთავად ცხადია, რომ აქ ქართული სასულიერო შრიფტის სამი ნაირსახეობის ჩამოსასხმელი ის მარტიცები იგულისხმება, რომლებიც ამსტერდამში ტოტფოლუშ კიშ მიკლოშმა არჩილ მეფის დაკვეთით დაამზადადა დროულად, ვიდრე ალქსანდრე ბატონიშვილის ტყვედ ჩავარდნამდე, სოკჰოლმს გაუგზავნა ი.გ სპარველნფელდს. შვედურ პორტრეთა არქივში, რომელიც სტოკჰოლმის ეროვნულ მუზუზეუმშია დაცული, გამოვავლინეთ ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონიონის ქართული ისტორიოგრაფიისათვის დღემდე უცნობი ტოლოზე ზეთით შესრულებული პორტრეტი, რომელიც XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ცნობი

ლ შვედ
მხატვარს მარტინ მეიტენსს ეკუთვნის.
საფრანგეთში პარიზის სამეცნიერო დაწესებულებაში მოგბიხდა მუშაობა: ცენტრალურ არქივა და ობსერვატორიის აქრივში. რამდენიმე დღე ვიმუშავეთ აგრეთვე საზღვაო სამინისტროს არქივში.
ამ დაწესებულებებში გამოვლენილ იქნა საინტერსო საარქივო და სხვა ფაქტობრივი ხასიათის მასალა, რომელიც შუქსა ჰფენს XVIII საუკუნის ქართველი განმანათლებლების ვახტანგ VI - ისა და მისი ვაჟიშვილების ბაქარისა და ვახუშტის მეცნიერულ ურთიერთობას ცნობილ ფრანგ მეცნიერ-ასტრონომთან და კარტოგრაფთან ჟოზეფ-ნიკოლა დელილ
თან. ეს უკანასკენლი, როგორც ცნობილია, XVIII საუკუნის 30-40-იან წლებში რუსეთში მოღვაწეობდა, როგორც პეტერბუგის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და სწორედ მაშინ გაეცნო და ახლო ურთიერთობა დაამტყარა ლტოლვილ ქართველ მეფესთან და მისი ოჯახის წევრებთა


დეზიისა და კარტიგრაფიის დარგშიც. ამ ფაქტის დამადასტურებელია, კერძოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკის რუკებისა და გეგმების დეპარტამენტში ჩვენს მიერ მიკვლეული XVIII საუკუნის 30-იან წლების ამიერკავკასიისა და თბილისის გეოგრაფიული რუკები, რომლებიც თანდართული ვრცელი ტექსტის თანახმად, ფრანგა მეცნიერმნა ბატნ. ბოლო დრომდე გაურკვევლად ითვლებოდა, მაგალიძთად, საკითხი, თუ ელუღბეგის ”ასტრონომიული ტაბულების”.ანუ .ე.წ ”ზიჯის” რომელი ნუსხა დაედო საფუძვლად გ.ი. კერის მიერ ამ ნაწარმოებიდან შესრულიებუ ლათინურ ტარგმანს. პარიზის ობსერბვატორიის არქივში გაცეცანით ჟ. ნ. დელილის პირად არქივს, სადაც სხვათა შორის, აღმოვაჩინეთ თვით ფრანდი მეცნიერის ჩანაწერი რომლის მიხედდვით კერის ლათინური თარ
გმანი შესრულდა ”ზიჯის” სპარსული ნუსხის საფუძველზე, რომელიც ვახტანგ VI ეკუთვნოდა. ეს ის ნუსხაა დასახელებული ნაწარმოებისა, რომელთაც ვახტანგმა რუსეთის ემიგრაციამდე ქართულ ენაზეც სათარგმნელად ისარგებლა. საგულისხმოა, რომ ამავე ნუსხიდან შესრულებულმა კერისებურმა თარგმანმა ლათინურ ენაზე დასავლეთ- ევროპის განათლებულ სახოგადოებას შესაძლებლობა უშუალოდ გასცნობოდა აღმოსავლეთის ცნობილი ასტრონომის ქმნილების ასეთ სრულ ვარიანტს. პარიზის ზემოთმითითებულ სამეცნიერო დაწესებულებებში გამოვლენილი მასალა, რომელსაც 1738 წლის ცალკეულ ფრანგულ-ჰოლანდიურ პეროპდულ გამოცემათა ცნობები ავსებს (იხ. მაგ. ბიბლიიოტეკ ჟერმანიკ”, ”ჟურნალ დე სავან” და სხვ.), საფუძველს გავძლევს ვიმსჯელოთ ჟოზეფ-ნიკოლა დელილსა და დასახელებულ ქართველ მოღვაწეთა შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე გეო

ონიშვილების ვახუშტისა და ბაქარის დახმარებით შეადგინა.
პარიზის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში გამოვავლინეთ და ფირზე გადავიღეთ საინტერესო დოლუმენრური მასალა, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა საფრანგეთის პოლიტიკაზე XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის დამდეგს სპარსეთის და ამიერკავკასიის, კერძოდ საქართველოს მიმათ.
პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისვე როგორც ვატიკანსა და რომის შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებებში, შესაძლებლობა მოგვეცა გავცნობოდით საკვლევი თემის შესახებ არსებულ ნაკლებად ცნობილ ლიტერა
ტურას. გადავიღეთ საზღვარგარეთელ ავტორთა ნაშრომების იმ ნაწყვეტების ქსეროასლ

ები, სადაც საუბარია XVI-XVIII საუკუნეების საქართველოზე, მის კულტურაზე, დამწერლობისა და სხვა. ეს ნაშრომები, რომლებიც გ. პოსტელს, თ ამბორიჯიოს, ი. შილდბერგერს, ს. შვაიგერს, ფ.ალტერს, ფ. მაკლერს, რ. მეკელაინს, ა. ესერს, ვ. ხენკელსა და სხვებს ეკუთვნით, მცირე გამონაკლისის გარდა, ჩვენი ქვეყნის წიგნსაცავებსა და ბიბლიოთეკებში დაცული არ არის.
მივლინების

მთავარი შედეგი, ჩვენი აზრით, ის არის, რომ ევროპის ქემოთხსენებული ოთხი ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებებში გამოვლენილი მასალა გარკვეულწილად შეავსებს ქართული ისტორიოგრაფიის წყ


აროთმცოდნეობის არსენალს, ხელს შეუწყობს XVI-XVIII საუკენეების საქართველოს ისტორიის ცალკეული, თუნდაც ცნობილი ეპიზოდების ურთიერთდაკავშირებასა და ურთიერთახსნას, კერძოდ, საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის იმჟამად არსებული კონტაქტების უფრო მკაფიოდ წარმოჩენასა და ქართული წიგნის ბეჭვდის ისტორიის საწყისი პერიოდის ცალკეულ პრობლემათა ამოხბა გაშიფვრას.
ჯუანშერ ვათეიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დირექტორი
.

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:Dav1D
Dav1D
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0