ლადო ბედუკაძე _ "ვბრუნდები, დამაკავეთ და განიმარტეთ , რომ ბრალი მედება სამშობლოს სიყვარულში"
ბელგიაში მყოფმა დღემდე ინტერპოლით ძებნილმა ლადო ბედუკაძემ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ მან ფართო საზოგადოებას საკუთარი ფეისბუქის გვერდის საშუალებით ამცნო.
ლადო ბედუკაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც იგი პროკურატურას და საზოგადოებას მიმართავს "ინტერმედია" უცვლელად გთავაზობთ:
" საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც 9 წელი მკვლელი, ნარკომომხმარებელი და შიზოფრენი თვითმარქვია პრეზიდენტი უდგას სათავეში- გმირები კი ციხეში ჰყავდა და ჰყავს გამოკეტილი !
ხმამაღლა ვაცხადებ და მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს - ბორის ფარულავა (მეტასახელად ბასტი) ჩვენი დროის გმირია, ჩვენი გმირია!!!
თუმცა უბედურებაა ისაა, რომ ამ სიტყვებმაც თავისი ფასი, ელფერი და ეშხი დაკარგა ჩვენივე სათაყვანებელი "პრეზიდენტის " წყალობით. ბედის ირონიაა და სატანის დაცინვაა, რასაც ებრძვი და რისთვისაც იბრძვი, სწორედ იმ კუთხით და იმ მიმართულებით, იმავე იარაღით რომ გიტევს ბოროტი!
პატიმართა გარდაცვალების, ცემის, წამების, გაუპატიურების შეწყვეტისთვის თავგანწირულნი, ამავე მუხლით ვსამართლდებით!!! ( საქ .სსკ 143 მუხლი), თუმცა ჩვენ რა ხმა ამოგვეღება, როცა ჩვენივე მაცხოვარი სწორედ იმავე ხალხმა აკრა ჯვარს, ვინც მას ეთაყვანებოდა, ვისი სულიერი გადარჩენისთვისაც მოევლინა ქყვეყანას, ისტორიაში შორს წასვლაც არ გვინდა, დღისით, მზისით, ქუჩაში ხვრეტდნენ ილიას, გურამს! (უფალმა შემინდოს მკრეხელობისთვის, თავს არავის არ ვადარებ!)
იმ ლოგიკით, თუ ბორის ფარულავა დამნაშავეა და აუცილებლად უნდა იყოს იზოლირებული საზოგადოებისგან, როგორც ბოროტი დამნაშავე და გამოკეტილი გისოსებს მიღმა, მოვითხოვ ჩემთან ერთად, ასევე, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის თანამშრომელი, ვისაც განსაკუთრებით 2005 წლის შემდგომ უმსახურია სასჯელაღსრულების სისტემაში, გარწმუნებთ ყველა მათგანს თუ მონაწილეობა არ მიუღია პატიმართა ცემა -წამების აქტებში - დაუფარავს მაინც ის !
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემსა და ფარულავა-აკობიას მიერ გამოტანილ კადრებში მოხვდერილი პირები ( გამონაკილისი მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მმართველი რგოლია ) სრული შემთხვევითობაა, ისინი ასრულებდნენ ბრძანებას, მათ ადგილას შესაძლებელია კამერას ნებისმერიერი 4500 თანამშრომელთაგანი დაეფიქსირებინა და კიდევ მრავალი ათეულობით სისტემის თანამშრომელი აღმოჩენილიყო გისოსებს მიღმა! მაშ გავყოთ საზოგადოება ბრალდებულებად და ბრლამდებელებად, გადავაქციოთ საქრთველო ერთ დიდ ციხედ რისკენაც ასე მიისწრაფოდა სააკოვი.
ბორის ფარულავა ის ადამიანია, ვინც დიდ რისკზე წავიდა, გაწირა საუთარი თავი, ოჯახი და ახლა იმ პირთა გარემოცვაშია, ვისაც იგი ებრძოდა და მათსავით ამავე მუხლით სამართლდება !!!
უფრო მეტიც, საქმეს იძიებენ ის გამომძიებლები და პროკურორები, ვისაც მასზე ასჯერ მეტი დანაშაული მიუძღვის კაცობრიობის და ადამიანობის წინააღგმდეგ მიმართულ საქმეში და სააკოვის რეჟიმის გულმხურვალე დამცველები იყვნენ !
სრული პასუხისმგებლობით ვაცადებ, რომ ბორის ფარულვა და ლევან ფხალაძე, ვინც ასევე ჩემთან მეგობრობის გამო დააკავეს და ამით შური იძიეს ჩემზე, დღეს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფებიან და პაუსხისმგებლობა მათი ჯანმრთლობის მდგომარეობაზე ეკისრება მათ, ვინც ასე უსულგულოდ ეკიდება ამ ადმაიანების ბედს და სპეციალუად აჭიანურებს მათი განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტას! ეს ადამიანები საზოგადოებისგან იმსახურებენ პატივისცემას და არა დასჯას!!!
მე პრესის ფურცლებიდან მივმართე საქართველოს გენერალურ პროკუროს მოეცა კანონიერი საშუალება დავბრუნებულიყავი სამშობლოში, რათა ჩავრთულიყავი ახალი საზოგადოების, ახალი აზროვნების მშენებლობის საქმეში, ჩავრთულიყავი საზოგადოებრივ მოძრაობაში, რომლის მიზანია საქართველოს საბოლოოდ განთავისუფლება ტირანიისგან, იმ ავთვისებიანი სიმსივნისგან, რომელაც ნაც.მოძრაოაბა და თვითმარქვია პრეზიდენტი სააკოვი ქვია! კვლავ მსურს მთელი ჩემი არსებით, გამოცდილებით ჩავერთო ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, ვიმსახურო იქ, სადაც ერსა და ქვეყანას მეტად სჭირდება. მთავარი ჯილდო ჩემთვის მხოლოდ თუნდაც ის ფაქტია, რომ საქართველოს ისტორიაში სასჯელაღსრულბის სისტემაში აღარასდროს განმეორდება ის ვაკხანალია, ის ამაზრზენი სიტუაცია, რისი მოწმეც გახდა ქართული საზოგადოება და თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ მომავალში, თუნდაც დამნაშავეს ღირსეულად ექნება სასჯელის მოხდის და დანშაულის გამოსყიდვის საშუალება . უნდა იცოდეს ყველამ, რომ ქართველი კაცი პატივის და ღირსების აყრას არავის აპატიებს!
ვთხოვ გენერალურ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვლის! განსაკუთრებით ფაქიზად მიუდგეს ამ ადამიანთა ბედის საკითხს! ნუთუ არ შეუძლება, რომ ეს ადამიანები სასამართლო პროცესის გამართვამდე და მათი ბრალეულობის გადაწყეტამდე თავისუფლებაზე იმყოფებოდნენ??? ნუთუ ასეთი საშიში დამნაშავეები არიან საზოგადეობისთვის? ან რა ბრალეულობის საკითხს ვწყვეტთ? სააკოვ-ზოდელავს მონაჩმახს???
ბორის ფარულავამ თავი გაწირა გადაიღო განაწილების კადრები სრულიად უანგაროდ, რისი ნაწილიც კვლავ არ უნახავს საზოგადოებას ჩვენივე გადაწყვეტილებით და რისი მხილველებიც გავხდებით თუ გვინდა, რომ სამართალმა იზეიმოს და სამართლიანობა აღსდგეს.
უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს! დროულად გადაწყვიტიტოს ჩვენი ბრალეულობის საკითხი, ნუ მაფქრებინებთ, რომ ქვეყანაზე სამართალი აღარ ყოფილა, ნუ დამარწმუნებთ ჩემს მიერ რამდენიმე ხნის წინ გამოთქმულ სიტყვების რეალობაში, რაც შეეხებოდა კადრების გავრცელების სინანულს. მეც და ფარულავამაც თავი გავწირეთ სამშობლოს გარდარჩენისთვის და დაე დავისაჯოთ ამ სიყვარულისთვის!!!
ჩვენს თვაზე მივიღეთ ძირითადი დარტყმა და ჩვენვე აღმოვჩნდით სისტემის მსხვერპლნი!!! კვლავ ვაცხადებ, რომ ადეიშვილის დაკვეთილ კადრებში, ჩემს შურისძიების გამო მონაწილე პირების- ბორის ფარულავას და ლევან ფხალაძის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია და ისინი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესში იმყოფებიან! კვალავ გავიმეორებ ბორის ფარულავა ჩვენი დროის გმირია და გმირებს ასე არ ექცევიან!
...და მთავარი მე არც ცოტნე დადიანი ვარ და არც დემეტრე თავდადებული, მაგრამ იძულებული ვარ განვაცხადო შემდეგი: ეს არა არის არანარი ულტიმატმი და ზეწოლა ჩემი მხრიდან გამოძიების მიმართ, ვალდებული ვარ დავბრუნდე საქართვლოში და გავიზიარო ჩემი მეგობრების, ჩემს გამო შურსძიების მიზნით დაკავებული ადამიანების ბედი. ვაცხადებ, მე არსად არ გავქცეულვარ, არავის არ ვემალები, რაც შემეძლო მაქსიმალურად შევასრულე ერისა და ღმერთის წინაშე, ახლა კი თავს ვალდებულად ვთვლი ვიყო იქ სადაც სინდისი, ნამუსი და კაცობა მომიწოდებს, ვიყო ჩემი მეგობრების გვერდით!
ამ ხნის მანძილზე იმედი მქონდა საქართველოს პროკურატურა მომიხსნიდა მაინც ინტერპოლით გამოცხადებულ ძებნას, რომ თავსიუფლად დაბვრუნებულიყავი სამშობლოში, თუმცა ესეც არაფერია ბევრი გადამიტანია და კვლავაც გადავიტან!
ხმამაღლა ვაცადებ, რომ მე ვბრუნდები საქართველოში და დამაკავეთ, დამაკავეთ და ხმამაღლა, მთელი ქვეყნის გასაგონად განმიმარტეთ ბრალდება, რასაც პირადად მთელი არსებით ვებრძოდი და რიკის ქვეშ დავაყენე ჩემი ოჯახის, მეგობრების, პირადი უსაფრთხოება, დამაკავეთ და განიმარტეთ, რომ ბრალი მედება სამშობლოს სიყვარულში!!! - აცხადებს ლადო ბედუკაძე მიმართვაში.