სხვა შენთვის ქაოსია?!. აბა მე რა მჭირს?... 2013, 7 იანვარი, 2:18 მიყურებ? მიყურებ?... რა გჭირს? არ გესმის? მეგონა რაღაც საერთოდ არ იყო... კარგად შემომხედე! კიდევ არ გესმის... ვიცი ხო... არ იცი რატომ და საიდან. არ გესმის, მაგრამ მე მხედავ? მარტო მე, არა ჩემი "მე" დაინახე... ძალიან მინდა, მჭირდება... უბრალოდ საჭიროა. რა თქმა უნდა სიმშვიდე მიყვარს, რატომ არ გესმის? რა საჭიროა საერთოდ სიყალბე... ჰმ.. სასაცილოა... შენ მისმენ, მაგრამ არ გესმის... მიყურებ, მაგრამ ვერ მხედავ... დაიღალე? რატომ... შენთვის ქაოსია?!. უბრალოდ უსმინე ქარს, რამდენს გასწავლის... უყურე მზეს, როგორ გვიყურებს... ჩვენ გვიყურე... მე, მას, მზეს, წყალს... კიდევ გაუგებრობა?. რა მინდა? რა ხდება? ბევრია სათქმელი, თუმცა მსმენელია ცოტა... ღელავ?. განიცდი?.. არაუშავს ამით გრძნობ, რომ ცოცხალი ხარ. ხმაურია და არ... (აბა მე რა მჭირს?...) "Borrar Silencio... SPN" 72 11-ს მოსწონს
|