ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ჟურნალმა “ფორბსმა” გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ სანტა კლაუსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გამოგონილი ჰუმანისტი ყოფილა. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ სანტას
არსებობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გჯეროდეს. ამერიკელების 75 პროცენტს მიაჩნია, რომ სანტა კლაუსს ნამდვილად მოაქვს მათთვის იმედი. ოკეანისგაღმელთა 60 პროცენტი კი დასავლური სამყაროს ამ თოვლის არსებას პოპულარობით უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ბარაკ ობამას, ბრედ პიტს და რომან აბრამოვიჩს.