x
image
_K_
პაბლო პიკასო
პიკასო XX საუკუნის ყველაზე ცნობილ მხატვრად მიიჩნევა. იგი ლეგენდას წარმოადგენდა თავისი სიცოცხლის პერიოდშიც და სიკვდილის შემდეგაც თანამედროვე მსოფლიოს ხელოვნების ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.

პიკასოს შემოქმედება დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევა. მის სიცოცხლეშივე, ჭორები ვრცელდებოდა, რომ მას დღეში სამი ტილოს შექმნა შეეძლო. ამასთანავე, იგი უკიდურესად მრავალფეროვან და საინტერესო კომპოზიციებს ქმნიდა, რისთვისაც იყენებდა ფანქარს, წყლისა და ზეთის საღებავებს, ფერად ცარცებს, ლითონს, თაბაშირს, ქვასა და სანაგვე ყუთიდან მოგროვილ ნაგავსაც.

პიკასო 1881 წელს მალაგაში, სამხრეთ ესპანეთში დაიბადა. იგი იმ მხატვრის ერთადერთი ვაჟი იყო, რომელიც ხატვას ასწავლიდა და დამატებითი შემოსავლისთვის მუზეუმის კურატორად მუშაობდა. შესანიშნავი მხატვრული ტალანტი პიკასომ ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა. ამბობენ, რომ როდესაც მამამისმა ნიჭიერი პიკასოს ნამუშევარი ნახა, საკუთარი პალიტრა და ფუნჯები შვილს გადააბარა და დაიფიცა, რომ თვითონ აღარასოდეს დახატავდა.

პიკასო1პიკასომ ფორმალურად სწავლა ბარსელონის ხელოვნების აკადემიაში დაიწყო, თუმცა 1900 წლიდან დროის უდიდეს ნაწილს პარიზში ატარებდა, სადაც 1904 წელს დასახლდა კიდეც. ამ პერიოდისთვის საფრანგეთის დედაქალაქი მსოფლიოს ხელოვნების ცენტრს წარმოადგენდა. პიკასომ პირველად სწორედ აქ განავითარა თავისი ორიგინალური სტილი. მის პირველ ნამუშევრებში დიდი ოსტატობითაა გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა ტრაგიკული მარტოობის განწყობილება, რაც თვით პიკასოს ცხოვრების ანარეკლსაც წარმოადგენს. მისი მოღვაწეობის ეს პერიოდი "ცისფერი პერიოდის" სახელითაა ცნობილი. მას მეგობარ პოეტთან ერთად საზიარო სტუდია ჰქონდა და ერთ საწოლზე მორიგეობით ეძინათ, ზოგჯერ კი სიცივით გათანგულნი, გასათბობად პიკასოს ნახატებსაც წვავდნენ.


პიკასოს მომდევნო სტილი ცნობილია, როგორც "ვარდისფერი პერიოდი, " რომელშიც მოლურჯო ტონებს ვარდისფერი ცვლის. უსახლკარობის თემა კვლავ აქტუალურია, თუმცა შედარებით პოზიტიურ მიმართულებას ატარებს. კომპოზიციებში ჭარბობს ჯამბაზების, აკრობატებისა და მოცეკვავეების სახეები. საზოგადოებაში ნათელი ფერების ეს ურთიერთშერწყმა პოპულარული გახდა და ამ პერიოდის ნახატები კარგადაც იყიდებოდა. პიკასოს სიღარიბეს წეტილი დაესვა.პიკასო2

დაახლოებით, ამ პერიოდში პიკასო ხელოვნებაში ახლის ძიებით იყო დაკავებული. იგი მიმართულებებს პოლ სეზანის ნამუშევრებიდან და აფრიკული სკულპტურების ფორმებიდან იღებდა. პიკასოს შემოქმედებაში აფრიკული პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ტილოა "ავინიონის დიაცები." ამ კომპოზიციებში წარმოდგენილმა ხუთმა ფიგურამ მეძავეთა სახლში, საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია, თუმცა პიკასოს ადრეული წლების მნიშვნელოვან ქმნილებად ითვლება. მისი უხეში ფრაგმენტული ფიგურები და გაურკვეველი ფონი მაუწყებელია იმ აზრის დასასრულისა, რომლის თანახმადაც მხატვრობა რეალობის ზედმიწევნით ასახვას გულისხმობს.

ავინიონის დიაცებიმომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში პიკასო და მისი უახლოესი კოლეგები ჟორჟ ბრაკი და ხუან გრისი ახალ მიმდინარეობის - კუბიზმის ჩამოყალიბებაზე მუშაობდნენ.

პიკასომ, ბრაკმა და გრისმა უარყვეს რეალური სინამდვილე და უპირატესობა დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებს მიანიჭეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ კომპოზიციებში შინაარსი სულ უფრო ძნელად გასაგები ხდებოდა, ეს უმნიშვნელო იყო. პიკასომ დაარღვია საგნების გრძნობად მხედველობითი სახეები, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისი თანამშრომლობის დასასრულით აღინიშნა. ამის შედეგად, პიკასოს ნამუშევრებში ფოკუსიც შეიცვალა. 1917 წელს იგი მიიწვიეს რომში დიაგილევის ბალეტისათვის კოსტიუმებისა და სცენის დიზაინერად. მან დამატებით რამდენიმე შეკვეთაც მიიღო.

რომში ვიზიტის შემდეგ პიკასოს ისეთ კლასიკურ თემებზე მონუმენტალური კომპოზიციების შექმნის სტიმული მიეცა, როგორიცაა: ნიმფები, ღმერთები, ქალღმერთები და მინოტავრი. ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ-იდილიური განწყობა.

დბფრგტდსნდფ

1930-იანი წლებიდან პიკასოს შემოქმედებაში თანდათან უფრო მეტად ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. მის კომპოზიციებში აისახა მხატვრის რეაქცია ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილსა და ტანჯვაზე. ამ პერიოდის ნახატებში გამოვლენილი მძაფრი იმედგაცრუება, ნაწილობრივ, მისი პირველი ქორწინების დასასწულით, ნაწილობრივ კი, სიურეალისტ მხატვართან ურთიერთობითაა გამოწვეული.

ამ დროიდან მკვეთრად გამოიკვეთა პიკასოს საზოგადოებრივი პოზიცია. იგი საფრანგეთში სახალხო ფრონტის გამოჩენილი მოღვაწე გახდა, აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში, თუმცა მის ნახატებში აშკარად იგრძნობოდა სუბიექტივიზმი. ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო "გერნიკა, " სადაც ექსპრესია უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი.

მეორე მსოფლიო ომის წლებში პიკასო ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში დარჩა და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1946 წლის შემდეგ კი, ძირითადად, საფრანგეთის სამხრეთში ცხოვრობდა და ადგილობრივი კერამიკოსების ნამუშევრებით იყო შტაგონებული. პიკასო, ასევე, მეთუნეობითა და თიხის ნაკეთობებით დაინტერესდა.

ბ მბვჰმ, ჰბ

კომპოზიციები, რომლებიც პიკასომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნა, დიდად განსხვავებულია მისი ადრეული ნამუშევრებისაგან. ეს იმის მანიშნებელია, რომ მხატვრის მოღვაწეობა წინააღმდეგობებით იყო სავსე, ხოლო მოწინავე საზოგადოების მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნების კრიზისი ერთდროულად აისახა მის შემოქმედებაში. პიკასომ ცხოვრების რთული გზა განვლო. იგი მუდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პრობლემებს და საკუთარი იდეალებისათვის დაუღალავად იბრძოდა.

პიკასოს შემოქმედება უდიდეს გავლენას ახდენს თანამედროვე მხატვრებზე. მისი ნამუშევრების რაოდენობა და მრავალფეროვნება ცხადყოფს, რომ ახალი შესაძლებლობების კვლევა ყოველთვის მიმდინარეობდა.



დასასრულს შემოგთავაზებთ რამდენიმე ხუმრობას პიკასოს შესახებ*

ხუმრობა



1. ცნობილი მხატვარი პაბლო პიკასო შვებულებას ზღვის პირას ატარებდა მეგობართან ერთად. ერთხელ მან მეგობარს სთხოვა, მასთან ფოსტის მოხელე მიეყვანა. რამდენიმე წუთის შემდეგ მეგობარი გაბრაზებული დაბრუნდა და პიკასოს შესჩივლა:

-ძვირფასო, ჯერ კიდევ არის ხალხი, რომელსაც არასდროს სმენია თქვენს შესახებ. ფოსტის უფროსმა თქვენი სახელიც კი არ იცის!

-ეს მე არ მაკვირვებს. განა მე კი ვიცი მისი სახელი?! - მშვიდად მიუგო პიკასომ.


2. ჰიტლერელების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს პიკასოს ატელიეში ხშირად მიდიოდნენ გერმანელი ოფიცრები. მხატვარი ყველას სამახსოვროდ აძლევდა თავისი ცნობილი სურათის პირს. სურათზე გადმოცემული იყო ფაშისტების მიერ ესპანეთის ქალაქ გერნიკას განადგურება. ერთხელ ატელიეში მასთან მივიდა გესტაპოს აგენტი, ამოიღო ჩანთიდან სურათი და ჰკითხა:

-ეს თქვენი ნამოღვაწარია?

-არა, თქვენი, - უპასუხა პიკასომ.


3. ერთმა კრიტიკოსმა პაბლო პიკასოზე წიგნი დაწერა, სახელგანთქმულ მხატვარს უსახსოვრა და თან უთხრა:

-იმედია, ჩემი წიგნი დაგეხმარებათ თქვენი ნახატების გაყიდვაში.

პიკასომ წიგნი გამოართვა, ზრდილობიანად გადაუხადა მადლობა, რამდენიმე გვერდი იქვე გადაიკითხა და მიუგო:

-მხოლოდ ჩემი ნახატები თუ უშველის ასეთი წიგნის გასაღებას!


4. ერთხელ პიკასოს ექიმმა უთხრა:

-თავს უფლებას ვერ მივცემ, ვიმსჯელო თქვენი ნახატების ფერწერულ ღირსებაზე, მაგრამ სურათზე გამოსახული ადამიანები, ანატომიის თვალსაზრისით, ყველა ნამდვილად ავადმყოფია.

-მიუხედავად ამისა, ექიმო, ისინი გაცილებით მეტ ხანს იცოცხლებენ, ვიდრე თქვენი პაციენტები, - უპასუხა მხატვარმა.

3
6161
8-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
6161
  
2014, 26 ივნისი, 17:09
გმადლობთ ^^
2014, 24 ივნისი, 18:30
კარგია :)
2013, 28 აგვისტო, 21:52
ბრავოოო!
0 1 3