x
სიყვარული...
სამყაროს მამოძრავებელი ძალა, ნიჭი რომლის განცდაც ერთეულებს თუ შეუძლიათ... ღვთის დიდი საჩუქარი ადამიანებისათვის რომელიც აგვამაღლებს და გვაპატარავებს... თითქოს ჩვენი ცხოვრება იცვლება, სხვა ფერებში ვხედავთ, სხვა შეხედულებები გვიჩნდება, სხვა ინტერესები, სხვა ვხდებით, ნათელი და გაბრწყინებული თვალებით... მაგრამ ბევრი ხომ ამ გრძნობას არ აფასებს და არ უფრთხილდება, არადა რა იქნებოდა სიცოცხლე სიყვარულის გარეშე?! არაფერი უბრალოდ ფუჭად გატარებული გზა, მზადება უსასრულობისთვის- სიკვდილისათვის, მიზნისგარეშე... საყვარელი ადამიანი, -როცა ის გყავს მის გარად ვერავის ამჩნევ, ის შენი ნათელი წერტილი ხდება, შენი ცხოვრების მთავარი აზრი და თითქოს შენი საკუთრება... როცა მასთან ერთად ხარ ადგილს, დროს, ამინდს, მნიშვნელობა ეკარგება... მისი ჩახუტება, შეხება

image

და შენ ტანს კანკალი აიტანს... რა არის დრო?! -ის ყველეფრის გამჩანაგებელია რომელიც ანადგურებს და ანგრევს ყველას და ყველაფერს გარდა სიყვარულისა, ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიოა, მაგრამ არა, უბრალოდ დრო გვაჩვევს, და გვაგუებს...
სიყვარული განუკურნებელი სენია. ან განიცდი ან სიკვდილამდე უსიყვარულოდ დარჩები... რამდენი ცდება და იტყუება როცა ამ საოცარ და ძვირფას სიტყვებს წარმოთქვმას “მე შენ მიყვარხარ”... ზოგი ამბობს სიმართლეს მაგრამ უპასუხოდ რჩება... ზოგიც ტუილს და ფარსს მაგრამ კარაგდ... კარგად იტყუებიან და კარგად ატყუებენ ფარს მეორე ნახევარს, კარგად იყენებ და კარგად ერთობიან სხვის გრძნობებზე, მერე რა რომ ეს ლაჩრობაა, დღეს უკვე ყველაფერი დასაშვებია, XXI საუკუნეში სადაც დედა თავის შვილს არ იცნობს, ბავშვმა არ იცის ვისი შვილია, ახალგაზრდები საჭმელს ნაგვის ბუნკერში ეძებენ და უპატრონოდ იზრდებიან... ძნელია ჭეშმარიტ სიყვარულზე ილაპარკო ამბობენ ის მხოლოდ ერთხელ მოდის და აღარ მიდისოო... ის გვაძლიერებსო და ისიც კი შვებას გვაძლევს რომ ვიცით შენი ცხოვრების აზრი არსებობს და შენ ის იპოვე...

სიყვარულია როცა ჭირშიც ბედნიერი ხარ, სიყვარულია როცა “მე_ს" ფასი ეკარგება და იცვლება “ჩვენ_ით, "სიყვარულია ერთს რომ ორად გაყოფ, სიყვარულია მის გამო ყველაფერს რომ ჩადიან, სიყვარულისგან გაგიჯდებულიც შეიძლება იყოს კაცი, სიყვარულია მამოძრავებელი ძალა, ბევრის სიცოცხლის აზრი და ბევრისთვის სიკვდილის მიზეზიც...


.

0
142
4-ს მოსწონს
ავტორი:elle.
elle.
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0