x
image
drogba
Mediator image
2012 წლის გახმაურებული რომანები (ნაწილი პირველი)
ძნელია იყო ვარსკვლავი. საკმარისია ახალი რომანის გაბმა, რომ მთელი ჯურნალ-გაზეთები ამ ამბით არის აჭრელებული. წარმოგიდგენთ 2012 წლის ყველაზე "ხმაურიან" წყვილებს.


ქსენია სობჩაკი და ილია იაშინი


image



ეს წყვილი ყველაზე ხმაურიანი იყო 2012 წელს. გასულ ზამთარს სობჩაკმა გადაწყვიტა ოპოზიციის მიტინგზე მიეღო მონაწილეობა, ილია კი, ამ მიტინგის ორგანიზატორი იყო. მათი ურთიერთობა ნახევარ წელიწადს გაგრძელდა.


ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი


image


დემი მურთან დაშორების შემდეგ, ეშტონ კატჩერმა მალევე იპოვა საყვარელი ადამიანი მილა კუნისი. პაპარაცებმა ისინი კოცნის დროს დაინახეს და ხუთი თვის განმავლობაში მათზე განუწყვეტლივ წერდნენ. მართალია კატჩერს არ უნდოდა ამ ამბის ესე უცბად გახმაურება (დემი მურმა მასთან განშორება ძნელად გადაიტანა), მაგრამ რასაც ბედნიერი დასასრული აქვს ის კარგია. ამჟამად მილა და ეშტონი დაქორწინებულები არიან, დემი მურმა კი ახალი საყვარელი გაიჩინა.


ჯენიფერ ლოპესი და კასპერ სმარტი


image


ყველა წინასწარმეტყველებდა, რომ ახალგაზრდა მოცეკვავე კასპერ სმარტს, მალევე მობეზრდებოდა ჯენიფერ ლოპესი. მაგრამ ისინი დღემდე ბედნიერები ჩანან. კასპერს მშვენივრად აქვს მორგებული ჯენიფერის ტყუპების ''მამის'' როლი. ცოტახნის წინ ჯენიფერი, მსოფლიო ტურნეზე მოსკოვში იმყოფებოდა და თან თავისი საყვარელიც ჰყავდა. ამჟამად კასპერი არა მარტო მოცეკვავეა, არამედ მისი შოუს დამდგმელი ქორეოგრაფიც.


ნატალია ვოდიანოვა და ანტუან არნო


image



რუსეთის სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვამ, როგორც იქნა იპოვა თავისი მეორე ნახევარი ანტუან არნო. ნატალია შვილებთან ერთად ლონდონიდან პარიზში გადასახლდა ანტუანთან ახლოს. ამჟამად მათ ურთიერთობაში სრული ჰარმონიაა. ანტუანი ნატალიას ყველა წამოწყებაში მხარს უჭერს.


კიმ კარდაშიანი და კენი უესტი


image



ძველი მეგობრების, კიმ კარდაშიანი და კენი უესტი-ის მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ახალმა ურთიერთობამ მათ სარგებელი მოუტანა. კენი უესტმა შეყვარებულს სიმღერა მიუძღვნა, კიმს კლიპებში იღებს, მისთვის ახალი დიზაინის ფეხსაცმელებს ქმნის. კარდაშიანი შეყვარებულის სტილის ზეგავლენის ქვეშ მოექცა. უარი თქვა მოკლე კაბებზე და დეკოლტეზე და გადავიდა ''დამა ქალის'' სტილზე.

შესაძლებელია მომავალ წელს კიმ კარდაშიანი და კენი უესტი ''წლის ქორწინების'' ტიტულის მკვიდრნი გახდნენ. კენი უესტმა ხელი სთხოვა და კარდაშიანიც დათანხმდა.

2
202
6-ს მოსწონს
ავტორი:drogba
drogba
Mediator image
202
  
2013, 5 იანვარი, 22:10
მადლობა:)
2013, 5 იანვარი, 22:05
საინტერესო სტატიაა ..
0 1 2