სხვა სასაცილო ამბები გამოჩენილ ადამიანებზე 2013, 5 იანვარი, 14:37 ჯეკ ლონდონის სახლ–მუზეუმი გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ და სხვა ქართველმა მწერალმა, აშშ–ში მოგზაურობისას გადაწყვიტეს ჯეკ ლონდონის სახლ–მუზეუმი მოენახულებინათ. გზაში მძღოლმა დასაშვებ სიჩქარეს გადააჭარბა, რის გამოც პოლიციამ გააჩერა.თანმხლებმა გიდმა აუხსნა პოლიციელს, რომ საქართველოდან ჩამოსულ მწერლებს სურდათ ჯეკ ლონდონის სახლ–მუზეუმის ნახვა. –ფრთხილად იარეთ – გააფრთხილა პოლიციელმა, სანამ ჯეკ ლონდონის სახლ–მუზეუმს ნახავთ, თვითონ ჯეკ ლონდონი არ ნახოთ. ჯოხებით... ერთხელ აინშტაინს ჰკითხეს, თუ მაინც მოხდა მესამე მსოფლიო ომი, რა იარაღით იწარმოებს ის?აინშტაინმა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა:“მე არ ვიცი რა იარაღით იწარმოებს მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ მეოთხე მსოფლიო ომი აუცილებლად ჯოხებით იქნება." 704 2-ს მოსწონს
|