შოუბიზნესი კოკო შანელის 20 ციტატა 2013, 5 იანვარი, 2:11 1. ყველა გოგომ უნდა იცოდეს ორი რამ: რა და როდის უნდა მას.
2. რაც უფრო ცუდათ აქვს გოგოს საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს ის. 3. როგორც არ უნდა ატრიალო, ქალი კაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთია. დანარჩენნი მისი აჩრდილები არიან... 4. არ მიყვარს გრძელი პიჯაკები კაცებთან საუბრის დროს მე ვერ ვხედავ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ჩემს მიმართ. 5. სუნამო უფრო მეტს ამბობს ქალზე, ვიდრე მისი კალიგრაფია. 6. არ გათხოვდეთ ისეთ კაცზე ვისაც საფულე ხურდებით აქვს სავსე. 7. მიმიფურთხებია, რას ფიქრობთ ჩემზე. მე საერთოდ არ ვფიქრობ თქვენზე. 8. თუ გინდათ გქონდეთ ის, რაც არასოდეს გქონიათ, თქვენ მოგიწევთ გააკეთოთ ის რაც არასოდეს გაგიკეთებიათ. 9. ულამაზო ქალები არ არსებობენ, არსებობენ ზარმაცები. 10. ქალი ნერვიულობს მომავალზე, სანამ გათხოვდება მანამდე, კაცი არ ნერვიულობს მომავალზე, სანამ არ დაქორწინდება. 11. სილამაზეზე ზრუნვა, უნდა დაიწყოთ გულით და სულით, სხვანაირად არანაირი კოსმეტიკა არ გიშველით. 12. ქალი, რომელიც არ ხმარობს კოსმეტიკას, ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. 13. შეიკავო თავი, როდესაც ნაწყენი ხარ, არ მოაწყო სცენები, როდესაც გტკივა, აი რა არის იდეალური ქალი. 14. არავინ არ არის ახალგაზრდა 40 წლის შემდეგ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ განუმეორებლები ნებისმიერ ასაკში. 15. ყველაფერი ჩვენს ხელებშია, ამიტომ არ შეიძლება მათი ჩამოშვება. 16. სიბერე არ გვიცავს სიყვარულისაგან, სიყვარული კი გვიცავს სიბერისაგან. 17. ჩემი ჩაცმულობის მანერით საზოგადოება დამცინოდა, მაგრამ ამაში იყო ჩემი წარმატების საიდუმლო. მე არ გამოვიყურებოდი ისე როგორც ყველა. 18. ნამდვილი ბედნიერება ძვირი არ ღირს: თუ გვიწევს მასში დიდი ფასის გადახდა, ესეიგი ის ყალბია. 19. თუ შენ დაიბადე ფრთების გარეშე, ნუ შეუშლი ხელს მათ ამოსვლაში. 20. ხელები გოგოს სავიზიტო ბარათია; ყელი პირადობის მოწმობა; მკერდი კი მისი საზღვარგარეთის პასპორტი. 159 7-ს მოსწონს
|