სხვა ქეით მიდლტონის ფეხმძიმობა მისი მშობლებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცევა 2013, 4 იანვარი, 14:15 ვიდრე ქეით მიდლტონი იტანჯება საშინელი ტოქსიკოზით, ხოლო მისი ქმარი კი საზოგადოებაში სხვა ქალების თანხლებით ჩნდება, მისმა მშობლებმა გამდიდრების ადვილ გზას მიაგნეს და თავისი შვილის ფეხმძიმობა ბიზნესად აქციეს.
ასე რომ, კეროლ და მაიკლ მიდლტონები ხსნიან ინტერნეტ მაღაზიას, რომელსაც დაარქმევენ მაღაზიას "პატარა პრინცებისა და პრინცესებისთვის" და მყიდველს შესთავაზებენ თოთო ბავშვისთვის საჭირო ყველანაირ ჩასაცმელს და სხვადასხვა აქსესუარებს.
ბავშვთა სამოსისა და აქსესუარების ამ ხაზს ისინი უწოდებენ Party Pieces-ი.
აღსანიშნავია, რომ კეროლი და მაიკლი ახლა ბევრ ფულს იშოვიან, ვინაიდან მთელი მსოფლიო ახლა ჰერცოგინიას ორსულობას განიხილავს. სავარაუდოდ, ქეითის და უილიამის მომავალი ბავშვი გახდება დედოფალი ან მეფე დიდი ბრიტანეთის.
ალბათ ყველა ისურვებს, რომ შეიძინონ ბავშვის ჩასაცმელები ქეით მიდლტონის მშობლებისგან და ეს ბიზნესი მათ დიდ შემოსავალს მოუტანს. 153 5-ს მოსწონს
|