შოუბიზნესი კურნიკოვა თვალს ახარებს 2013, 1 იანვარი, 16:26 ყოფილი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა, რომელმაც დიდი ხანია ჩოგანი მოისროლა, სარეკლამო ფოტოსესიებითაა დაკავებული.ეგაა, ბოლო ხანებში ამ მხრივაც მოიკოჭლებს.ძირითადად დროს მეგობარ ბიჭთან ენრიკე იგლესისასთან ატარებს-დიდი მამის ხულიოს ვაჟთან, რომელიც თავს სიმღერით ირჩენს.სიმღერ-სიმღერით მსოფლიოც მოიარა, ბათუმსაც კი ეწვია.აშკარად სარფიანი საქმეა რასაც აკაეთებს.აი, ისეთი ანაც რომ არ უჩივის. ისე, რაღაც დანაზოგები რუს ლამაზმანსაც აქვს.ზამთარში მაიამი ბიჩის მდიდრული კარ-მიდამო 7, 4მილიონ დოლარად გაყიდა.არადა თავის დროზე იგივე ალაგი 2, 5მილიონით ნაკლებად შეიძინა.ცუდი არაა.'"დევნილობაში"მყოფს შეუძლია ფეხი ფეხზე გადაიდოს, ბუტიკებში იაროს...მაგრამ კაპიტალსაც უნდა გაფრთხილება.კურნიკოვამ საამისოდ საყვარელი საქმიანობა გაიხსენა -ფოტოკამერების წინ პოზირება. მორიგი ასეთი ფოტოსესია ახლახანს შედგა, ახალი ფოტოები კი ერთ-ერთ ავსტრალიურ ჟურნალში გამოჩნდება და ვიდრე ამას ეღირსება კურნიკოვას თაყვანისმცემელთა ეშელონი, იქამდე, თვალის გასახარად ესპანური მოდის ჟურნალის s moda-ს გვერდები გადავფურცლოთ, სადაც რამდენიმე დღის წინათ ანას ფოტოები გამომზეურდა. 63 2-ს მოსწონს
|