x
image
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
ახალი წელი მსოფლიოში
imageმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალ წელს სხვადასხვანაირად ხვდებიან, ყველა ქვეყანას თავისი განსხვავებული, არაორდინალური ჩვეულებები გააჩნია, ასე მაგალითად:


იტალიაში შუადღემდე მუშაობენ, შემდეგ რთავენ ნაძვის ხეებს, ამზადებენ საჩუქრებს.


იაპონიაში ყველა ცდილობს ახალ წლამდე ვალების გასტუმრებას, მათი აზრით ახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისია.


საბერძნეთში ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულებს ესვრის, თუ ბროწეული ეზოში მიმოიფანტება, თვლიან, რომ ეს წელი ბარაქიანი ექნებათ.



ირლანდიასაც არაჩვეულებრივი ტრადიცია გააჩნია. ახალი წლის ღამეს კარებს ღიას ტოვებენ, ვინც შესვლას მოინდომებს, ის ოჯახის სასურველ სტუმრად ითვლება.

image

ბულგარეთში, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას ძველი წლის წაბრძანებას ამცნობს, სახლებში სინათლე სამი წუთით ქრება, ეს დრო კი საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელების აზრით თუ სუფრაზე ვინმე დააცემინებს ეს ბედნიერების მომტანია.


გილოცავთ, ახალი 2013 წლის დადგომას, ჩვენი იმედების გამართლების წელი ყოფილიყოს.


0
53
3-ს მოსწონს
ავტორი:ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0