შოუბიზნესი ყველაზე ქველმოქმედი ვარსკვლავები 2013, 1 იანვარი, 14:02 შეყვარებულები - ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი, არაერთხელ გამოსულან ავადმყოფი ბავშვების წინაშე - ვაშინგტონსა და ლას-ვეგასში. გარდა ამისა, ჯასტინმა ბავშვებისთვის 100 000 დოლარი გაიღო თავისი პირადი სახსრებიდან.
ლედი გაგაც აქტიური ქველმოქმედია. ფუკუსიმას ტრაგედიას ლედი
გაგა ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა, იაპონიაში გაემგზავრა და იქ მოაწყო საქველმოქმედო კონცერტი. კრისტინა აგილერას დახმარებით 115 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა, რომლითაც პროდუქტები იყიდეს რამდენიმე ღარიბი ქვეყნის მოშიმშილე ბავშვებისათვის “ ვამაყობ, რომ ჩემი ხმა ეხმარება ადამიანებს და მათთვის სიკეთე მოაქვს'' თქვა მან. ერთ-ერთი აქტიური ქველმოქმედია ნატალია ვოდიანოვა. ნატალია სხვა ცნობილ ადამიანებსაც მოუწოდებს “გაიღონ მოწყალება'', თავად სწირავს თავის ძვირფასეულობას და ცოტა ხნის წინ თავისი ოქროსფერი ავტომანქანა “პორშეც'' კი გაიმეტა. მსოფლიო შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ქველმოქმედ ადამიანებად მიიჩნავიან ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლი, რომლებსაც არაერთი გულუხვი და თამამი ნაბიჯი გადაუდგამთ ამის დემონსტრირებისათვის. თუმცა რეკორდსმენი მაინც მაიკლ ჯეკსონია - ის ერთდროულად აფინანსებდა ბავშვთა 39 ორგანიზაციას და ამის გამო გინესის რეკორდების წიგნშიც იყო შეყვანილი. მხოლოდ ბოსნიის ომის მსხვერპლ ბავშვებს პოპის მეფედ წოდებულმა მომღერალმა 300 მლნ დოლარი გადასცა. 320 7-ს მოსწონს
|