შოუბიზნესი ,,სავსე უკანალის დედოფლები'' 2012, 31 დეკემბერი, 16:01 ამერიკელმა მეცნიერებმა 16 ათასზე მეტი ქალი გამოჰკითხეს და გაარკვიეს, რომ უფრო მახვილი გონებით ტანსრული ქალები გამოირჩევიან, ამავე დროს ერთი ნიუანსიც გაირკვა: თეძოებისა და წელის გარშემოწერილობებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა უნდა იყოს. შესაბამისად ლაპარაკია არა მხოლოდ ტანსრულ, არამედ სავსეუკანალიან ქალებზე. ფენომენის მიზეზი ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3 აღმოჩნდა, რომელიც დიდწილად უკანალის მიდამოებში კონცენტრირდება და ხელს უწყობს ქალის ტვინის განვითარებას და კვებავს ნაყოფის ტვინს ორსულობის დროს.
სხვათა შორის, შუა საუკუნეებში სავსე უკანალას დიდ პატივს სცემდნენ და სჯეროდათ, რომ მას ბოროტი ძალების განდევნა შეეძლო.
მსოფლიო ლამაზმანები არა მხოლოდ მალავენ, არამედ ხაზსაც კი უსვამენ მომრგვალებულ საჯდომს და ამაყობენ კიდეც. ზოგიერთი სხეულის ამ ნაწილს პლასტიკური ოპერაციებითაც იზრდის. სავსე უკანალი ძლიერი სქესის წარმომადგენლებშიც უდიდეს აღტაცებასა და მოწონებს იმსახურებს.
“უკანალების დედოფლებად'' აღიარებულნი არიან: ჯენიფერ ლოპესი, ნიკი მინაჟი, ბიონსე, კიმ კარდაშიანი და რასაკვირველია, მსოფლიოს საუკეთესო საჯდომის მფლობელად დასახელებული კოკო ოსტინი.
#ჯენიფერ ლოპესი #ნიკი მინაჟი #კიმ კარდაშიანი #კოკო ოსტინი 307 7-ს მოსწონს 1-ს არა
|