საზოგადოება მსოფლიოს საახალწლო ტრადიციები 2012, 31 დეკემბერი, 11:42 ![]() გერმანელები საშობაო სუფრაზე ვაშლებით, ნიგვზითა და ქიშმიშით მორთულ კერძსა და მთელი კვირის განმავლობაში გამომცხვარ ღვეზელებს დებენ.მათი რწმენით, ვაშლი კეთილისა და ბოროტის შეცნობის სიმბოლოა, ხოლო კაკალი მაგარი ნაჭუჭითა და გემრიელი გულით - ცხოვრებისეულ საიდულოსა და სიძნელეს ნიშნავს. ინგლისში ინდაურს პურით, ყველით, შავი ქლიავით, ნივრით, ლობიოთი, სოკოთი, ვაშლით, კომბოსტოთი ტენიან და სუფრაზე ბოსტნეულის გარნირთან ერთად გამოაქვთ. მექსიკაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ყველა თავის სახლს მიაშურებს. თუ ადამიანი მარტოხელაა, მას სიხარულით შეიფარებენ და ხილის პუნშით გაუმასპინძლდებიან. იტალიაში, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, უკვე დიდი ხანია ძველ ნივთებს ფანჯრიდან აღარ ისვრიან. სამაგიეროდ საახალწლო სუფრაზე კოტეჩინო კონლეტიჩი ( ღორის სოსისი ოსპით ) და დესერტად კულიჩი გამოაქვთ. სამხრეთ ამერიკაში თვლიან, რომ საახალწლო სუფრაზე ბარდა და პარკოსნები, ასევე მწვანილი, სიმდიდრეს მოიტანს. მათი რწმენით, ბარდა და პარკოსნები მონეტების განსახიერებაა, ხოლო მწვანილი - ქაღალდის ფულის. სვამენ უალკოჰოლო ცხელ პუნშს. ყოველმა კუბელმა, ესპანელმა და პორტუგალიელმა ზუსტად შუაღამეს ყურძნის თორმეტი მარცვალი უნდა ჭამოს ( საათის თითო ჩამოკრაზე თითო მარცვლის შეჭმა უნდა მოასწრონ), მხოლოდ მაშინ აუხდებათ სანუკვარი ოცნება. ![]() 534 5-ს მოსწონს 1-ს არა
|