x
image
ჯონ დო
ყველაზე ძვირადღირებული სუნამოები
10. caron poivre-2000 დოლარი.

ეს სუნამო შეიქმნა განსაზღვრული რაოდენობით საფრანგეთში. მისი არომატი არის “უნისექსი“ (ანუ როგორც მამაკაცებს ასევე ქალებსაც შეუძლიათ მოიხმარონ ეს სუნამო) ფლაკონი შექმნილია ბროლისგან.

image

9. bond No.9- 3500 დოლარი.


მისი არომატი შეადგენს შავი ჟოლოს და კარამელის ნაზავს. ფლაკონის თითოეული ჩიპი არის ექსკლუზიური, რომლის შესაქმნელად საჭირო გახდა 16 000 სვაროვსკის კრისტალები.

image


8. baccarat-les larmes sacrees de thebes-6800 დოლარი.

ფლაკონი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ბროლისგან.

image

7.guerlain idyle “tear of love“- 45 000 დოლარი.

სუნამოს სახელწოდება ითარგმნება როგორც “სიყვარულის ცრემლი“ და ამიტომ მისი ფლაკონი წვეთის ფორმის არის.დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ბროლისგან, რომელიც დაფარულია 18 კარატი ოქროთი.

image

6.j'adore L'ore:verion haute joaillerie exceprion-30 000 დოლარი.

დიორის სახლმა ეს სუნამო მხოლოდ რვა ფლაკონი გამოსცა. ფლაკონი ხელით არის დამზადებული უმაღლესი ხარისხის ბროლისგან.მისი დიზაინი ეფუძნება ყელსაბამს, რომელიც “მასაის“ ტომებს ეკეთად.ყელსაბამის ფორმა ოქროს რგოლებისგან შედგება.ფლაკონის თავზე ამშვენებს მარგალიტი.ყველა ფლაკონი დანომრილია.

image

5.paco rabanne-1 million 18 carats LUXE edition-56000 დოლარი.

ყველა სუნამოს გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური ნომერი.ფლაკონი დაფარულია 18 კარატი ოქროთი. სუნამოს ყუთი არის კეისი, რომელიც დამზადებულია ცხვრის ტყავისგან, ოქროს საკეტებით.

image


4. V1-gianni vive sulman-85 000 დოლარი.

სუნამოს არომატი “უნისექსია“. ფლაკონი ხელით დამზადებულია, პლატინისგან და ლალის ქვის კრისტალებისგან, რომელიც დაფარულია 18 კარატიანი ოქროთი და ალმასით.მის შესაქმნელად მუშაობდნენ “როლს როისის“ და “ბენტლის“ დიზაინერები.მსოფლიოში სულ 173 ფლაკონია დამზადებული.მისი მფლობელები იყვნენ ელიზაბეტ ტეილორი, მაიკლ ჯექსონი და სხვ.

image


3.clive cristian-imperial mejesty- 215 000–450 000 დოლარის ფარგლებში.

მსოფლიოში მხოლოდ 10 სუნამოა დამზადებული.მთლიანი ფლაკონი დამზადებულია მთის ბროლისგან, რომლის წონა 5 კილოგრამია.ფლაკონი დაფარულია 18 კარატი ოქროთი.მორთულია 5 კარატიანი ბრილიანტის თვლებით და თეთრი ალმასებით.

ამბობენ რომ მისი სურნელი შედგება 200 კომპონენტისგან და სურნელს შეუძლია შეიყვანოს ჰიპნოზურ ტრანსში ნებისმიერი ადამიანი....

image


2.guerlain-secret de la reine- 300 000 ევრო

სუნამოს ფლაკონს შეიძლება ვუწოდოთ ხელოვნების ნიმუში.მის დამზადებაში დაიხარჯა 123, 73 გრამი პლატინა, ბრილიანტი და შავი გრანიტი.ფუტკრის დიზაინის მქონე ფკალონი არის გულსაკიდი, რომელიც ყელსაბამზეა შებმული და ამ ყელსაბამის დიზაინი დამზადებულია მორზეს ანბანის მიხედვით. ანბანი იშიფრება: გიყვარდეს რომ იცხოვრო, იცხოვრე რომ გიყვარდეს

image


image


1.DKNY-delicious- 1 000 000 დოლარი.


ამერიკელი დიზაინერის დონა კარანის მიერ წარმოდგენილი სუნამო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია. ფლაკონი დედამიწის ფორმის არის, რომლის ქვედა ნაწილი ყვითელი ოქროსგან არის დამზადებული, ზედა ნაწილი თეთრი ოქროსგან.ფლაკონი გაფორმებულია 3000 სხვადასხვა ძვირფასი ქვებისგან.მისი არომატი შედგება ვაშლის, ქლიავის, ფორთოხლის ფოთლების, ვარდის და ორქიდეის სურნელისაგან.ერთი ფლაკონის დასამზადებლად საჭიროა 1500 საათი.

image

0
927
3-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
927
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0