ასტროლოგია ფერების "თერაპია" 2012, 30 დეკემბერი, 22:46 წითელი - ძალიან მოსწონთ აქტიურ, მიზანდასახულ, პრინციპულ და ჯიუტ ქალებს. მათ იციან, რომ აქვთ ლიდერის მონაცემები და აქვთ კიდევ ამბიცია, მართონ სიტუაცია. ხშირად არღვევენ სტერეოტიპებს და მოძრაობის წესებს.
ყვითელი - შემოქმედებით ქალბატონებს ყვითელი ფერი უყვართ. მართალია, ისინი უყურადღებოები, მოუწესრიგებლები და დაბნეულები არიან, მაგრამ არ აკლიათ ზრდილობა და თავმდაბლობა.
მწვანე - თუ ქალი ირჩევს მწვანე ფერს, იცოდეთ, მისთვის მთავალი დაცულობის განცდაა პედანტურად აკურატულები და მოწესრიგებულები არიან. ზუსტად იციან, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებიც.
ლურჯი - ასევე ცისფერის მოყვარული ქალბატონები ყოველთვის იმარჯვებენ საკუთარ გრძნობებზე. მოქმედებენ გონების კარნახით და რომანტიზმი ჰობი ჰგონიათ.
იისფერი - იისფერის მოყვარულები შედარებით ცოტაა. სამაგიეროდ, მათი შინაგანი სამყარო ძალიან მდიდარია. უყვართ მშვიდი მუსიკა, ოჯახი და ნაზი სურნელი. თეთრი - ეს ქალბატონები ყველაფერში ერკვევიან მათ ყველაფერი იციან და ყველაფერი აინტერესებთ. ზოგჯერ, თავისსავე ცნობიერებას ისინი ჩიხშიც კი შეჰყავს. შავი - შავი ფერის სიყვარული ძალაუფლების სიყვარულთან ასოცირდება. ამიტომაც შავი ფერის თაყვანისმცემელი ქალები ამპარტავნები, ქედმაღალნი არიან და ყველას საკუთარ უპირატესობას უმტკიცებენ. 125 4-ს მოსწონს
|