ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი
რას ეძებდნენ ''Google''-ში ყველაზე მეტად 2012 წელს?
2012, 30 დეკემბერი, 10:11
წლის ბოლოს "Google"-იმ ტრადიციულად წარმოადგინა ყოველწლიური რეიტინგი "Zeitgeist"-ი, (დროის ანარეკლი)რომელიც ასახავს კორპორაციის საძიებო სისტემაში ყველაზე მოთხოვნად ობიექტებს, ადამიანებს, მოვლენებს და ა.შ.
1-"ევრო-2012"-ყველაზე მოთხოვნადი თემა 2012 წელს Google-ზე.
2)მეორე ადგილზეც სპორტია, -ოლიმპიური თამაშები და მის ბილეთებს ყველაზე ხშირად ეძებდნენ საძიებო სისტემაში.![რას ეძებდნენ ''Google''-ში ყველაზე მეტად 2012
წელს? image](/uploads/article_images/small/62271356845707.jpg)
3) ამა წლის თებერვალში გარდაიცვალა უკვე ლეგენდად ქცეული უიტნი ჰიუსტონი, მისმა სიკვდილმა 200-ჯერ გაზარდა Google-ის საძიებო სისტემაში მისი სახელისა და გვარის აკრეფა.![რას ეძებდნენ ''Google''-ში ყველაზე მეტად 2012
წელს? image](/uploads/article_images/small/62271356846225.jpg)
4) კეით მიდლტონი-კემბრიჯის ჰერცოგინია, პრინც უილიამის მეუღლე რეიტინგში რიგით მეოთხეა.![რას ეძებდნენ ''Google''-ში ყველაზე მეტად 2012
წელს? image](/uploads/article_images/small/62271356846597.jpg)
5) 5 წლის ეიპრილ ჯონსმა Google -ის საძიებო სისტემაში მეხუთე პოზიცია დაიკავა.შეგახსენებთ, იგი ამა წლის ოქტომბრის თვეში დაიკარგა, ძებნამ ჯერ-ჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. Google -ის საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად აგრეთვე ეძებდნენ-"რაინდ მაიკს"(მულტსერიალი ბავშვებისთვის), "აგენტი 007"-"სკაიფოლის კორდინანტები"-2012 ; "Gangnam Style"-ს სამხრეთკორეელ რეპერის სიმღერას; აგრეთვე Google -ში ყველაზე მეტჯერ ეძებდნენ ქალაქებიდან ლონდონს, ხოლო სიტყვა "ოტელი" ყველაზე ხშირად იყო აკრეფილი.