ფეხბურთი არსენ ვენგერის ცხოვრების წესები 2012, 29 დეკემბერი, 19:24 არსენ ვენგერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტაბილური მწვრთნელია. მეჩვიდმეტე წელიწადია ლონდონის “არსენალს'' წვრთვნის და არაერთ ტიტულთან ერთად, სახელი ახალი ვარსკვლავების აღმოჩენითაც გაითქვა: ტიერი ანრი, ნიკოლა ანელკა, ემანუელ პეტი, ენდი კოული, რობინ ვან პერსი, სესკ ფაბრეგასი და მსოფლიოს ფეხბურთის კიდევ არაერთი ვარსკვლავი ხომ სწორედ ვენგერის ხელში “დაფრთიანდნენ''. სახელგანთქმული ფრანგი მწვრთნელი ახლა 63 წლის არის. როგორია “პროფესორის'' (ვენგერის მეტსახელია. - ავტ.) წარმატების საიდუმლო და მისი ცხოვრების ფილოცოფია, არსენ ვენგერის “ცხოვრების წესებიდან'' შეიტყობთ.
#“დიახ, მე მეშინია ფეხბურთის შემდეგ სიცოცხლის''. # “50 წლის შემდეგ ევროპაში მსოფლიო მოსახლეობის 4% იცხოვრებს და გგონიათ, რომ ინგლისი თავისთვის იცხოვრებს და საფრანგეთი თავისთვის? ეს შეუძლებელია''. #“ისეთი მტკიცე ფსიქოლოგია ნამდვილად არ მაქვს, როგორიც ალექს ფერგიუსონს. ამოტომაც, 65 წლის ასაკში ნამდვილად შევეშვები ამ საქმეს, თუ თავს არ ვიგრძნობ, როგორც ახლა''. #“საფეხბურთო გუნდი ლამაზი ქალიით არის - - თუ ხშირად არ ახსენებ ამას, ავიწყდება რომ ლამაზია''. #“მწვრთნელმაც ისევე უნდა იცხოვროს, როგორც ფეხბურთელმა. თუ კაცმა არ იცის სად ატარებ ღამეს, სვამს და ვარჯიშზე გამოფიტული მიდიხარ, ეს დასასრულია. ფეხბურთელები ძალიან მომთხოვნები არიან''. #“არ მიყვარს საკუთარი ემოციების გამოხატვა.ჩემი საქმის გამო იძულებელი გავხდი, ემოციების გაკონტროლება სწრაფად მესწავლა''. #“ფეხბურთი გუნდური თამაშია და სწორედ ეს აქცევს მას უდიდეს სპორტად''. 35 3-ს მოსწონს
|