x
ველოსიპედისტმა შემთხვევით "Mercedes S-Class"-ის 2014 წლის მოდელი გადაიღო(ვიდეო)

imageიცოდით, რომ თურმე ველოსიპედს
ორი დადებითი უპირატესობა გააჩნია. ერთი რა თქმა უნდა ჯამრთელი ცხოვრების წესს უწყობს
ხელს, ხოლო მეორე ჩემი აზრით რთული გამოსაცნობია. მაგრამ გეტყვით, რომ ველოსიპედის
დამსახურებით შეიძლება უეცრად წააწყდეთ მომავალში გამოსაშვებად დაგეგმილ მოდელებს,
რომლებიც ტესტირებისათვის გამოყავთ ქალაქში.

ზუსტად ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც შემთხვევით
ველოსიპედისტმა (ბაიკერმა) შემთხვევით ვიდეოზე აღბეჭდა მომავლის "Mercedes
S-Class"-ის მოდელი, რომლის გამოშვებას კონცერნი 2014 წლისათვის გეგმავს.



ერთადერთი რაც ამ ავტომობილზე ამ დროისათვის ვიცით, მოდელი
აღჭურვილი იქნება "AMG"-ის ორმაგი ტურბინიანი ძრავებით, რომლის მოცულობა
5, 5 ლიტრი იქნება. იგი წარმოადგენს V ტიპის 8 ცილინდრიან ძრავს, რომელიც 536 ცხენის
ძალიდან 550 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს. ასევე დადის წორები, რომ ეს მოდელი შეიძლება
შეგვხვდეს ჰიბრიდული ძრავებითაც, რომელიც აღიჭურვება V6 ტიპის ძრავით და 60 ცხენის
ძალის სიმძლავრის ელექტრო ჰიბრიდული ძრავით.


ესეც ვიდეო

0
378
3-ს მოსწონს
ავტორი:lazyhit.com
lazyhit.com
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0