სხვა პირველი ქართველი მილიონერი ამერიკაში 2012, 28 დეკემბერი, 14:59 პირველი ქართველი ოფიციალური მილიონერი ამერიკაში დაიბადა რაჭველი გლეხის ოჯახში. რამდენი ათეული წლის შემდეგ კი ოკეანის გადაღმა 60-ზე მეტი გამოგონება დააპატენტა, უფრო მეტიც რომ არ ყოფილიყო გრიგოლ კობახიძე შესაძლოა საერთოდ არ გვქონოდა სანათები ჩვენს ნაძვისხეებზე. 40-იანი წლების შუაში ახალი წლის მთავარ ატრიბუტს ნაძვის ხეს ნებისმიერ ამერიკულ ოჯახში სანათებით და მინის სათამაშოებით რთავდნენ, ამერიკის ნებისმიერ ოჯახში იპოვიდით საახალწლო სათამაშოებით სავსე ყუთს წარწერით "კობი მინის საშობაო ხის ორნამენტები" კობი შობაა. საქართველოში ალბათ ცოტამ თუ იცის რომ, ამ სათამაშოების შემქმნელი გრიგოლ კობახიძეა, რომელსაც მთელი ამერიკა "ჯორჯ კობის" სახელით იცნობდა. მისი ისტორია ერთი შეხედვით დაუჯერებლად მოჩანს, გრიგოლ კობახიძე პირველი ქართველი მილიონერი გახდა ამერიკაში. ის 1883წელს რაჭაში სოფელ "ხმორში" დაიბადა. ჯერ კიდევ 10 წლის იყო მუშაობის დაწყება, რომ გადაწყვიტა და სახლიდან ბორჯომში გაიპარა, სადაც ძმასთან ერთად მინის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, მალე ქარხნის ხელმძღვანელობამ პატარა ბიჭის ტალანტი და გამომგონებლური ნიჭი აღმოაჩინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გრიგოლი ჯერ თბილისის შემდეგ კი ოდესის, კრასნოდარის გუბერნიაში და დომბასის სამრეწველო ცენტრ "კონსტანტინოვსკის" მინის ქარხანაში ჩავიდა. ამის შემდეგ მუშაობა ევროპაში სცადა, უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში კი გრიგილ კობახიძე ამერიკაში ნიუ-ორკში აღმოჩნდა. ნიუ-ორკში დაგროვილი ფულით საკუთარი წარმოება შექმნა ქალაქ "ეტლებოროში'' სახელი ამერიკაში მალევე გაითქვა ჯორჯ კობად ქცეული გრიგოლ კობახიძის შემოსავალმა წლიურად 4 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გრიგოლ კობახიძემ არც მშობლიურუ მხარე დაივიწყა ის 1925 წელს საქართველოში ჩამოვიდა და ქართველებს ფინანსურათაც ეხმარებოდა, რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში კიდევ ერთხელ დაბრუნებული ჯორჯ კობის დაჭერას იმ დროინდელი მთავრობა ცდილობდა, მისი ოჯახი კი 37 წლიანი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 30-იანი წლების ამერიკის ისტირიაში ეკონომიკური კრიზისითაა ცნობილი, ამ დროს ისევე, როგორც ბევრი ბიზმესმენი ჯორჯ კობიც გაკოტრდა. თუმცა გამოსავალი მალევე იპოვა და შექმნა სათამაშოები და ელექტრო ნათურები ნაძვისხისთვის. ფერადი მინისგან დაიწყო სათამაშოების დამზადება და მას ორნამენტი უწოდა, ქართული დროშის ფერ ყუთებში ჩალაგებული სათამაშოებს წარწერა ინგლისურად და ფრანგულად ჰქონდა გაკეთებული. დღეისათვის უცნობია რა ბედი ეწია ჯორჯ კობის ინდუსტრიას, თუმცა საახალწლო სათამაშოები მისი სახელით დღესაც იყიდება ინტერნეტით. 913 10-ს მოსწონს
|